ჭდე: დიმიტრი გაბუნია

დიმიტრი გაბუნია და ანგი ხუციშვილი პროკურატურაში მივიდნენ

დიმიტრი გაბუნია ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. ისინი გენერალურ პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიბარეს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და […]

ირმა ნადირაშვილი – “დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ”

ირმა ნადირაშვილი - "პროკურატურას ჩემი წყარო აინტერესებდა და არა გაბუნია ან ზურაბიშვილი"

“დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ. წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა,”ქართული ოცნება” არ გადაწყვეტს, ჩემი პოლიტიკური დევნა განახორციელოს გაბუნიას ხელით,”- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნიას განცხადებას მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე. ირმა ნადირაშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაბუნიას შესაძლო […]

დიმიტრი გაბუნია ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

დიმიტრი გაბუნია ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს და გამოძიებასაც მოითხოვს. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯერჯერობით არ იცის, ვის სჭირდებოდა შეწყალების საქმესთან მისი სახელის დაკავშირება. „როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, […]

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში მივიდა – “თუ დაიბარებენ, სალომე ზურაბიშვილიც მივა”

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში მივიდა - "თუ დაიბარებენ, სალომე ზურაბიშვილიც მივა"

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. დიმიტრი გაბუნია საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. როგორც გაბუნიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უპასუხებს ამ საქმის გარშემო გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. მისივე თქმით, თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი ამ საქმესთან მიმართებით. კითხვაზე, […]

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

დიმიტრი გაბუნია - "შესაწყალებელთა სიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადგენდა"

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოკითხვის მიზნით დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. გაბუნია პროკურატურაში 25 სექტემბერს, 11:00 საათზე არის დაბარებული. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური […]

დიმიტრი გაბუნია – “შესაწყალებელთა სიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადგენდა”

დიმიტრი გაბუნია - "შესაწყალებელთა სიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადგენდა"

ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც თვეების განმავლობაში იყო დაკავებული ამ სიის შედგენით,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს. მისივე თქმით, გამოძიება ასევე უახლოეს დღეებში დაიბარებს სხვა პირებსაც, მათ შორის, გაბუნია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზეც საუბრობს. „იმ […]

დიმიტრი გაბუნია – “ასეთი შეწყალებები ჩემთვის მიუღებელია, ეს ყველაფერი მედიიდან გავიგე”

დიმიტრი გაბუნია - "ასეთი შეწყალებები ჩემთვის მიუღებელია, ეს ყველაფერი მედიიდან გავიგე"

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებების შემდეგ დუმილი დაარღია და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. “ჩემთვის ეს არის მიუღებელი და ეს თათბირზეც დავაფიქსირე, შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს და ეს ყველაფერი გავიგე მედიის საშუალებით, ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები, თუმცა ეს არის პრეზიდენტის […]

ალეკო ელისაშვილი – “შეწყალების საქმეები დიმიტრი გაბუნიამ შეუტანა პრეზიდენტს”

ალეკო ელისაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პრობლემაა, ქვეყანა ფეხებზე კიდია

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 19 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა აქცია-პერფონმანსი გამართეს, რითაც ზურაბიშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. “ახალი თაობა” აქციის ორგანიზატორ ალეკო ელისაშვილს ესაუბრა. – ალეკო, ძირითადად რას უკავშირდებოდა თქვენი პროტესტი, პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალების საკითხს? როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, რა მოსაზრება გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – ჩვენ გვქონდა აქცია-პერფორმანსი. განვასახიერეთ […]

ირმა ნადირაშვილი – ”ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია შეწყალების ფინანსურ საკითხებს აგვარებდა”

ირმა ნადირაშვილი - ”ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია შეწყალების ფინანსურ საკითხებს აგვარებდა”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები ზურაბიშვილის შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან – „ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას საქმის შესწავლისთვის ერთთვიან ვადას აძლევს.”ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, მათ წყაროსგან, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან, მიიღეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ “ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე […]

ქალთა მოძრაობა დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ – აქცია ათონელის რეზიდენციასთან

ქალთა მოძრაობა დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ - აქცია ათონელის რეზიდენციასთან

„ქალთა მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წინააღმდეგ – აქციის მონაწილეები დღეს ათონელის რეზიდენციასთან შეკრიბნენ და დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნა გააპროტესტეს. მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც მოთხოვს. „ქალთა მოძრაობა“ დიმიტრი გაბუნიას მისი ადვოკატობის დროს გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდება, რომლითაც მოძრაობის წევრების შეფასებით, მან სექსუალური ძალადობა ნორმად მიიჩნია. ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი, ბაია პატარაია დიმიტრი გაბუნიას […]