ჭდე: „დინამო“

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება

ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. ქსელში გაშვებიდან თითქმის ხუთ საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე“ შთამბეჭდავ სანახაობას ელოდება ბერძნული მედია. გამოცემა newsit.gr-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრების დიდი კონცენტრაციის მიუხედავად, არც საბერძნეთის ნაკრები იქნება მარტო. სტადიონზე თამაშს ბერძნების 600 გულშემატკივარი დაესწრება.

„ყველა ბილეთი გაყიდულია” – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე ეროვნულ სტადიონზე გულშემატკივართა სრული ანშლაგი იქნება. „მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრას ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს გიბრალტართან გამართავს.

იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრა

იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრა

თბილისის დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა დინამოს და ფეიენოორდის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა დინამო უშანსოდ არ არის: ”დინამოში 6 თვე ვიმუშავე და ეს დრო საოცრად კარგად მახსენდება. ვფიქრობ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ასე მეგონა ტრენჩინთანაც და საბოლოოდ ამ გუნდმა ფეიენოორდი გამოაგდო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება”. იოჰან ბოსკამპი დინამოს […]

დინამოს ახალი მწვრთნელი ზაურ სვანაძე იქნება

დინამოს ახალი მწვრთნელი ზაურ სვანაძე იქნება

თბილისის დინამოს ახალი მწვრთნელი ეყოლება, მას შემდეგ რაც კაჭარავა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დინამო საკუთარ მოედანზე ჩიხურასთან 1:4 დამარცხდა, თუმცა კაჭარავას დინამოდან წასვლის შესახებ მანამდეც საუბრობდნენ. რაც შეეხება სვანაძეს, ის სავარაუდოდ რამდენიმე მატჩში უხელმძღვანელებს დინამოს, თუმცა შესაძლოა მას კონტრაქტიც შესთავაზონ. სვანაძე აქამდე კაჭარავას თანაშემწე იყო.

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი დინამო იყიდა

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა – ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი […]

„სხვისი საკუთრების მიმტაცებელი” – აქცია ,,დინამოს” პრეზიდენტის წინააღმდეგ

„სხვისი საკუთრების მიმტაცებელი" - აქცია ,,დინამოს" პრეზიდენტის წინააღმდეგ

თბილისის დინამოს ბაზასთან სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” თანამშრომლები და კლიენტები საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა. დავა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. “დინამოს” ხელმძღვანელობა ბაზასთან კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგება, ხოლო დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბინები მათ 2018 […]