ჭდე: დიღომი

დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდა

დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდა

დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან.

იტალიის მოქალაქეს დიღომში მიწის ნაკვეთი წაართვეს – 2 პირი დააკავეს

იტალიის მოქალაქეს დიღომში მიწის ნაკვეთი წაართვეს - 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი […]

დიღომში სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ

დიღომში სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია. “ინტერპრესნიუსს” ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დიღმის ოლიმპიური სოფლის დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობისთვის მზადება მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. იპნ

პირველებმა საბურთალოელებმა ისროლეს – რა მოხდა დიღმის სტადიონზე

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სისხლიანი დაპირისპირება სოფელ დიღომში და 4 დაჭრილი ახალგაზრდა – ტვ პირველმა სოფელ  სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია. “პირველების” ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ, საბურთალოელებსა და ადგილობრივებს შორის კრიმინალური გარჩევა უძღოდა. დაპირისპირება სოფელ დიღმის ფეხბურთის სტადიონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საბურთალოელებმა დაიწყეს და გასროლაც მათი მხრიდან განხორციელდა. 4 ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შემდეგ ბრალდებულებმა გაქცევა და მიმალვა მოახერხეს, პოლიცია მათ […]

სროლა დიღომში – 4 პირი დაიჭრა

სროლა დიღომში - 4 პირი დაიჭრა

“კურიერის” ექსკლუზივი – სოფელ დიღომში სროლა იყო. მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები. სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოყვა. საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ […]

დიღომში, ძიუდოს აკადემიასთან, 4 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა

დიღომში, ძიუდოს აკადემიასთან, 4 სართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის 38 ნომერში, ძიუდოს აკადემიასთან, ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სარდაფში, პირველ სართულზე გაჩნდა, რამაც ზედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, მოსახლეები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად 20-მდე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, ოთხმა მოქალაქემ […]

დიღომში მამაკაცი დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, დიღომში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება შუა ხნის მამაკაცებს შორის მოხდა, როდესაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დიღომში, აღმაშენებლის ძეგლთან, ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია ლ.კ.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

აფეთქება დიღომში – გიორგი ხოშტარიას შეიძლება ოპერაცია დაჭირდეს

აფეთქება დიღომში - გიორგი ხოშტარიას შეიძლება ოპერაცია დაჭირდეს

დიღმის მასივში, რამდენიმე საათის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული.  აქედან ორი მათგანი ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მათ შორის არის 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც  35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა დანარჩენ დაშავებულებთან შედარებით მძიმეა. 21 წლის გიორგი ხოშტარიას, შესაძლოა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას დამწვრობა აღენიშნება გულ-მკერდზე, ასევე კიდურებზე. ექიმების ინფორმაციით, ის […]

აფეთქება დიღომში – 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშია

აფეთქება დიღომში - 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშია

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას 35%-იანი დამწვრობა აქვს მიყენებული და ის შოკურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულთა შორისაა 7 თვის ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთაცსებული და მას პირველადი გამოკვლევები უტარდება. ექიმის განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. „სუნთქვის უკმარისობის ნიშნები ნამდვილად არ არის, დინამიკაში მიმდინარეობს მონიტორინგი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია […]