ჭდე: დოლიძის ქუჩა

დოლიძის ქუჩაზე 2 მამაკაცს ხე დაეცა

დოლიძის ქუჩაზე 2 მამაკაცს ხე დაეცა

ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორივე მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა. დღეს, თბილისში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.

საზამთროს გამყიდველმა დაჭრა კაცი, რომელმაც მას დაარტყა – რა მოხდა დოლიძეზე

საზამთროს გამყიდველმა დაჭრა კაცი, რომელმაც მას დაარტყა - რა მოხდა დოლიძეზე

თვითმხილველები დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ინტერპრესნიუსს”განუცხადა, საზამთროს გამყიდველს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და მამაკაცი დაჭრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის ექსპერტ -კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის […]

დოლიძეზე მამაკაცი დაჭრეს

დოლიძეზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცივი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისმცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ა.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1971 წელს დაბადებული პ.შ., […]

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

დოლიძის ქუჩაძე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრეს

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა. თვითმხილველების თქმი, შუახნის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას […]