ჭდე: დონეცკი

გიგა მაქარაშვილი – „კიევში დიდი გამარჯვების სუნი დადგა“

გიგა მაქარაშვილი - „კიევში დიდი გამარჯვების სუნი დადგა“

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „კიევში დიდი გამარჯვების სუნი დადგა 2015 წლის შემდეგ პირველად დონეცკის აეროპორტში უკრაინელები შევიდნენ! დონეცკი ხალხო, დონეცკი“

დონეცკში აფხაზეთიდან წასული მოხალისე ჭურვზე აფეთქდა

დონეცკში აფხაზეთიდან წასული მოხალისე ჭურვზე აფეთქდა

დონეცკში,  ჭურვის აფეთქების შედეგად, აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ კუტოლის მკვიდრი ახრა კირკინაძე. აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა.  სოფლის ხელმძღვანელის, ვახტანგ კვარაცხელიას ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას. დღეს, უკრაინაში, პუტინის ომის 37-ე დღეა. ოკუპანტი ქვეყნის არმია სუვერენულ სახელმწიფოში, 24 თებერვალს შეიჭრა.

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

უკრაინის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის ცნობით, დონეცკის ოლქში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, რუსების თავდასხმის ქვეშ მოექცა. თავდასხმის შედეგადაც ერთი კონდუქტორი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. კომპანიის განცხადებით, მატარებელი ლიმანის სადგურზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან ევაკუირებული მოსახლეობის, მათ შორის 100 ბავშვის გადაყვანას აპირებდა.

დონეცკში რუსული ჭურვები კლინიკასთან ჩამოვარდა – დაიღუპა 4, დაშავდა 10

დონეცკში რუსული ჭურვები კლინიკასთან ჩამოვარდა - დაიღუპა 4, დაშავდა 10

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსული სამხედრო ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა. „უგლედარში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 4 ადამიანი მოკლეს და 10 დაჭრეს. დაჭრილებს შორის 6 ექიმია“, – წერს კირილენკო. მისი თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. […]

ბაიდენმა დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ სანქციებს მოაწერა ხელი

დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრულ სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს. […]

პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას აპირებს

რატომ აშინებს პუტინს უკრაინის ძირძველი ხალხების შესახებ კანონი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა […]

დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთში 61.000 დევნილი გადავიდა

დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსეთში 61.000 დევნილი გადავიდა

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვარი 61.000-მდე დევნილმა გადმოკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩუპრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. დონბასში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიურად არღვევენ, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ოკუპირებული დონეცკისა და […]

დონეცკში ზახარჩენკო მოკლეს

დონეცკში ზახარჩენკო მოკლეს

დონეცკში მომხდარი აფეთქების შედეგად დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია დონეცკის დე ფაქტო ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება. 42 წლის ზახარჩენკო სასიკვდილოდ კაფე „სეპარში“ დაიჭრა, რომელიც მის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს. აფეტქების შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა. მათ შორისაა ე.წ. რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ ტიმოფეევი. ზახარჩენკო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის […]

დონეცკში რუსებთან ბრძოლაში გიორგი სარალიძე დაიღუპა

დონეცკში რუსებთან ბრძოლაში გიორგი სარალიძე დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავკარგეთ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, გიორგი სარალიძე,”- წერს ის. წინასწარი ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი სამხედროების ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს, სწორედ ამ შეტაკებას ემსხვერპლა სარალიძე. გიორგი სარალიძე აფხაზეთისა და […]