ჭდე: ევაკუაცია

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობა ინგრევა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა - შენობა ინგრევა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევაკუაცია გამოაცხადა. ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა ინგრევა, ამის გამო თანამშრომლები  ლეონიძის ქუჩაზე, ეროვნული ბანკის ყოფილ ოფისში, გადაჰყავთ. საგარეო უწყება ლეონიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გადასულიყო და ისტორიული შენობის გადაკეთებისთვის დიდი ფულიც დაიხარჯა. წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოში გააგზავნა, მინისტრი წერს, რომ 13 თებერვლის ძლიერი მიწიძვრის შემდეგ […]

ლუგანსკის რეგიონიდან 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლუგანსკის რეგიონიდან 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ლუგანსკის რეგიონიდან უკვე 12.500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ განაცხადა. „ლუგანსკის რეგიონიდან მხოლოდ სამი ჰუმანიტარული დერეფნით ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 12.500 მშვიდობიანი მოსახლის გაყვანა“, – განაცხადა გაიდაიმ. მისი თქმით, გუშინ ჰუმანიტარული დერეფნით მიუხედავად დამპყრობლების მიერ ევაკუაციის ჩაშლისა ყველა მცდელობისა 670 ადამიანი გამოიყვანეს. “ყველაზე რთული იყო ხალხის გაყვანა […]

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, […]

ბათუმში სასტუმრო ჰილტონში ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში სასტუმრო ჰილტონში ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” 1 იანვარს ევაკუაცია გამოცხადდა. სასტუმროს თანამშრომლებმა სტუმრებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ შენობა და მიმდებარე ტერიტორია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმროს ნომერში სტუმარმა საახალწლო ასაფეთქებელი აანთო, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო. სტუმრებმა შენობაში დაბრუნება მალევე შეძლეს. რეპორტი

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ. “თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახ იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ […]

გამგებელი კახა სამხარაძე – “ვარკეთილში მე-8 კორპუსში იყო კიბის უჯრედის ჩამოშლის საშიშროება”

გამგებელი კახა სამხარაძე - "ვარკეთილში მე-8 კორპუსში იყო კიბის უჯრედის ჩამოშლის საშიშროება"

მთლიანად შეისწავლიან 322-ე კორპუსის საძირკველს და მოხდება მისი მთლიანი კარკასული გამაგრება, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამგებელი და მედიის წარმომადგენლები ვარკეთილის იმ ავარიულ კორპუსთან იმყოფებიან, საიდანაც გუშინ მე-8 სადარბაზოდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. გამგებლის თქმით, მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოში იყო “კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის […]

ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია განხორციელდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში მოქალაქეების მიერ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს, ორ პირს კი, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, კორპუსის დატოვებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაშავებული არავინ არის. ადგილზე, […]

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო უკვე მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაციას ახდენს. ეს საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია ეხება 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრება. ხალხის ევაკუაცია ხდება სპორტულ დარბაზებსა და უსაფრთხო ადგილებში მდგარ სხვა დიდ შენობებში, […]

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ ევაკუაცია გამოცხადდა – ვიდეო

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ ევაკუაცია გამოცხადდა - ვიდეო

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ დაკვამლიანებაა, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სამართალდამცველები,  მიმდინარეობს სტუმრების ევაკუაცია. კლინიკაში არავის გადაუყვანიათ. https://www.facebook.com/bolqvadze.misha/videos/2301932283204774/

თბილისში მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. მშობლების განცხადებით, დილიდან შეიმჩნეოდა სპეციფიკური სუნი. შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, მშობლებს ბავშვები შენობიდან გაეყვანათ. ამ დროისათვის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ნიუპოსტი