ჭდე: ევროვიზია

ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე მე-4 ადგილი აიღო

ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე მე-4 ადგილი აიღო

საბავშო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნიკო ქაჯაიამ მე-4 ადგილი აიღო. ნიკომ 163 ქულა დააგროვა. კონკურსში სომხეთმა გაიმარჯვა. მეორე ადგილას პოლონეთი, ხოლო მესამეზე მასპინძელი ქვეყანა, საფრანგეთი გავიდა. ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულა. საბავშვო ევროვიზიაზე 19 ქვეყანა მონაწილეობდა. ნიკო კონკურსში მე-2 ნომრად იყო წარმოდგენილი.

თორნიკე ყიფიანი – “აწი მხოლოდ მამაზეციერი თუ გვიშველის…”

თორნიკე ყიფიანი - "აწი მხოლოდ მამაზეციერი თუ გვიშველის..."

ევროვიზიის ქართველი მონაწილე თორნიკე ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კონკურსის შესახებ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს. „ორი რეპეტიციისა და გახსნითი შოუს შემდეგ , წინასწარი მონაცემებით ბოლოზე ვართ. ოუუუ ნოუუუუ. აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის…”, – წერს თორნიკე ყიფიანი. 18-დან 22 მაისის ჩათვლით ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი იმართება, სადაც ქართველი შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი წარდგება. […]

“შენი გულისთვის” – სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება – ვიდეო

“შენი გულისთვის” – სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება – ვიდეო

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი„ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიულილოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. კლიპი […]

თამარა გაჩეჩილაძე: ”ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!”

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზია 2017-ის ფინალში ვერ გადავიდა

ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროვიზიის ფინალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა 10 რჩეულში ვერ მოხვდა. თამარა გაჩეჩილაძემ ნახევარფინალის შემდეგ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. – ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება:))))) და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ! […]

ხვალ თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებს

ხვალ თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებს

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრად იმღერებს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, გადავა თუ არა ფინალში ქართველი მომღერალი და შეძლებს თუ არა საქართველო რიგით 62-ე ევროვიზიის მოგებას. უკრაინის დედაქალაქ კიევში “ევროვიზია 2017″ ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს დელეგაციასთან […]