ჭდე: ეკლესია

საპატრიარქო _ “კრებსების საკითხი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა”

საპატრიარქო _ "კრებსების საკითხი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს საპატრიარქოში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო. „შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად […]

ანდრია ჯაღმაიძე – “ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”

აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა- ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესია სახელმძღვანელობს 11 თებერვლის სინოდის განჩინებით, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო […]

რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება და რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი. „საპატრიარქოს დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, პირველ რიგში ნიშნავს 2.200 პედაგოგისა და მომსახურე პერსონალის განთავისუფლებას სამუშაო ადგილებიდან. მარტივად ავხსნი, სად შეიძლება იხარჯებოდეს ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხა: 2.200 პედაგოგი და მომსახურე პერსონალია ეკლესიის 76 დაწესებულებაში. […]

გომელაური – “არც ჩვენ დავარღვევთ კანონს და არც ეკლესია”

გომელაური - "არც ჩვენ დავარღვევთ კანონს და არც ეკლესია"

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. „რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს […]

პაატა იმნაძე – “ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში”

პაატა იმნაძე - "ბათუმში დაინფიცირებული ექთანი ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს ემსახურებოდა"

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას. იმნაძემ სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ, მთავრობის დმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს […]

ვახუშტი მენაბდე – „ეკლესიას პოზიციის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაართმევს“

ვახუშტი მენაბდე: „წლების შემდეგ წინ ალბათ კიდევ ერთი კონსტიტუციური პროცესი გველის“

სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის შეთანხმების, კონკორდატის, მიხედვით, სახელმწიფო და საეკლესიო საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნულია და არ შეიძლება, ერთი მეორის საქმეებში ერეოდეს, თუმცა წლებია ისმება კითხვები, ერევა თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით. ბოლო დღეებში რამდენიმე მეუფემ გააკეთა საჯარო მოწოდება, რომ ამომრჩეველმა არ დაუჭიროს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ამაზე განცხადება გააკეთა სალომე […]

სალომე ზურაბიშვილი ეკლესიის წინააღმდეგ – “მეუფეები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”

სალომე ზურაბიშვილი - "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად"

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, კანაფის კულტივაციის საკითხზე სასულიერო პირების კრიტიკული კომენტარები შეაფასა. „როგორ […]

14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელს აღნიშნავს

14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ წელს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა […]

სომხური ეპარქია აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე ეკლესიისთვის იბრძვის

სომხური ეპარქია აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარე ეკლესიისთვის იბრძვის

საქალაქო სასამართლოში სადაო ეკლესიის პრეცედენტული საქმის განხილვები დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების რუკაზე, რომელიც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელმა მოიძია, ახლანდელი მარჯანიშვილის ტერიტორიაა ასახული. რუკის მიხედვით, სადაო ეკლესია ყოფილი კუკიის, ახლანდელი აღმაშენებლის 38 ნომერში მდებარეობს. მიხაელ ავაქიანი ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ სახელმწიფო სტრუქტურები შეცდომაში შეიყვანა. საპატრიარქო ამტკიცებდა, რომ აღმაშენებლის 38 ნომერში რამდენიმე საუკუნის წინ ჯვრის გამოჩინების მართლმადიდებლური […]

არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაში

არალეგალ ემიგრანტებს ეკლესიები იფარებენ ამერიკასა და გერმანიაში

გერმანიაში 400-მა ეკლესიამ მისცა თავშესაფარი მიგრანტებს, რომლებსაც დეპორტაციის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონსერვატიული ნაწილი მიგრანტებისადმი აგრესიას ხშირად რელიგიური შეხედულებებით ამართლებს, ეკლესიები საპირისპიროდ იქცევიან.  ქრისტიანები არალეგალებს ლეგალური თავშესაფრებით იცავენ. ჯერ კიდევ 2015 წელს, როცა გერმანიამ ლტოლვილებისთვის საზღვრები ფართოდ გახსნა, ეკლესიები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდნენ მიმდინარე პროცესებში. მათი უმეტესობა ნერგავდა და ახორციელებდა პროექტებს მიგრანტების დასახმარებლად. როგორც […]