ჭდე: ელისაბედ II

დედოფალმა ელისაბედ II-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დედოფალმა ელისაბედ II-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე“, […]

ელისაბედ II-მ წვეულება აბბა-ს სტილში გამართა

ელისაბედ II-მ წვეულება აბბა-ს სტილში გამართა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრიტანეთის მონარქების რეზიდენცია უინძორის ციხესიმაგრეში წვეულება მოაწყო. ღონისძიებაზე, რომელზეც ცნობილი შვედური ჯგუფის აბბა-ს მუსიკა ჟღერდა, დიდებულები და მათი სტუმრები იყვნენ მიწვეულები. წვეულება, რომელიც რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე იქნა მოწყობილი, ციხესიმაგრის კინოკლუბში მიმდინარეობდა. მას სულ 500 ადამიანი ესწრებოდა. შესასვლელი ბილეთი 12,5 ფუნტი ღირდა (დაახლოებით 16 დოლარი). წვეულებაზე მოქმედებდა დრეს-კოდი: დამსწრენი აბბა-ს […]

ელისაბედ II-მ მომავალ მეფედ პრინცი უილიამი, დედოფლად კი ქეით მიდლტონი დაასახელა

ელისაბედ II-მ მომავალ მეფედ პრინცი უილიამი, დედოფლად კი ქეით მიდლტონი დაასახელა

ბრიტანული ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 91 წლის ელისაბედ II-მ ქვეყნის მომავალ მეფედ კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი, დედოფლად კი მისი მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი დაასახელა. თუკი ეს სიმართლეა, გამოდის, რომ მისი შვილი, 68 წლის პრინცი ჩარლზი, რომელიც ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა და საკუთარ რიგს სავარაუდოდ, მოთმინებით ელოდა, გვირგვინის გარეშე დარჩება. Closerweekly-ის ცნობით, ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, მეფე არა […]

ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა

ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც 22 მაისის ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვები მკურნალობენ. Royal Manchester Children’s Hospital-ში  ტერაქტის შედეგად დაშავებული 14 ბავშვია გადაყვანილი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სულ ქალაქის საავადმყოფოებში 64 დაშავებული იმყოფება. ბავშვთა საავადმყოფოში დედოფლის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზეც გამოჩნდა.

ტრამპმა ელისაბედ II-ის ოქროს კარეტით გასეირნება მოისურვა

დონალდ ტრამპი: ,,ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, გაისეირნოს დედოფალ ელისაბედ II-ის ოქროს კარეტით. ამის გაკეთება მას სურს ოქტომბერში, როდესაც დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ბრიტანულმა სპესცამსახურებმა ამერიკელები გააფრთხილეს, რომ ასეთი პროცესია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მოითხოვს.