ჭდე: ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი კიბოს ებრძვის

ელტონ ჯონი კიბოს ებრძვის

ბრიტანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი კიბოს ებრძვის, ამის შესახებ The Guardian წერს. მომღერლის მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ გართულდა. გამოცემასთან საუბარში მომღერალი ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. გამოცემის ცნობით, 72 წლის მუსიკოსს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. მან ქიმიოთერაპიას ოპერაცია არჩია. ამჯერად ის ლონდონის კლინიკაში 11 დღე […]

ელტონ ჯონი შეკვეთილშია 

ელტონ ჯონი შეკვეთილშია 

ბრიტანელი ვარსკვლავი, ელტონ ჯონი შეკვეთილშია. მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, ხოლო იქიდან შეკვეთილში გაემგზავრა.ამის შესახებ 1tv.ge წერს. 71 წლის მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი “ბლექ სი არენას” სცენაზე 2-საათიანი პროგრამით, ზუსტად 21:00 საათზე გამოვა. შეკვეთილში უკვე იმყოფება მუსიკოსის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფი და “იამაჰას” ფირმის შავი როიალი, რომელიც ელტონ ჯონს ყველა გასტროლზე თან დააქვს. მუსიკოსს […]

ელტონ ჯონს დედა მოუკვდა

ელტონ ჯონს დედა მოუკვდა

დიდ ბრიტანეთში ელტონ ჯონის დედა შეილა აილინ დუაითი გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად მომღერალმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. “მწუხარებით ვიუწყები, რომ დღეს დილით დედაჩემი გარდაიცვალა. მე ის ბოლოს წინა ორშაბათს ვნახე, შოკში ვარ. მადლობა ყველაფრისთვის. მომენატრები. სიყვარულით, ელტონი”- დაწერა მოღერალმა და დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ჩატარდება – ძველი ბილეთები ძალაშია

ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ჩატარდება - ძველი ბილეთები ძალაშია

ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ჩატარდება, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე “ისთერნ პრომოუშენის” დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. “ბლექ სი არენაზე” დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში […]

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები ჩაიშალა

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები ჩაიშალა

საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები გადაიდო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტების გადადების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება. სექტემბერში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი […]

ელტონ ჯონის საქართველოში კონცერტები გადაიდება?

ელტონ ჯონის საქართველოში კონცერტები გადაიდება?

ბოლო დღეებია, ელტონ ჯონის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მისი გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები არ ჩატარდება და ოქტომბრისთვის გადაიდება, ნაწილის აზრით კი კონცერტები აუცილებლდა გაიმართება. ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომღერლის კონცერტების თარიღები საქართველოში 16 და 17 სექტემბერი კვლავ ძალაშია. თუმცა, […]

ელტონ ჯონი 16 სექტემბერს შეკვეთილში იმღერებს

ელტონ ჯონი 16 სექტემბერს შეკვეთილში იმღერებს

საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება. საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი “საქართველოს ბანკის” პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ.“საქართველოს ბანკი” ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, პრესკონფერენცია ელტონ ჯონის ჩამოსვლის შესახებ ხვალ გაიმართება.