ჭდე: ენგურჰესი

ენგურჰესის მუშაობა აღდგა

მდინარე ენგურში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო

,- ინფორმაცია bm.ge-ს ჰიდროელექტროსადგურის დირექტორმა ლევან მებონიამ დაუდასტურა. მისი თქმით, 7-დღიანი პაუზის შემდეგ ჰესი სრული დატვირთვით ამუშავდა. ლევან მებონია ამბობს, რომ ავარია ჰიდროელექტროსადგურზე მაღალი წნევის მილის დაზიანებამ გამოიწვია, რაც ამჟამად სრულად აღდგენილია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის გამეორების საფრთხე მინიმალურია, რამდენადაც შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.

რა ხდება ენგურჰესზე – რატომ იტბორება ენგურის ქვედა დარბაზი

რა ხდება ენგურჰესზე - რატომ იტბორება ენგურის ქვედა დარბაზი

ქვეყნის ენერგოსისტემა უკვე მეორე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. ყველაზე მსხვილი ჰიდრო-ელექტორსადგური გათიშულია, არ მუშაობს ენგურჰესის არც ერთი აგრეგატი. „კურიერმა“ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა ენგურის ქვედა დარბაზში. ვიდეომასალაში ჩანს, რომ სივრცე, სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე. უკვე მეორე დღეა, სპეციალისტების წყალს ტუმბავენ, თუმცა, ტერიტორია ისევ დატბორილია. ამ დროისთვის ენგურჰესი გაჩერებულია […]

“2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება”

"2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება"

“ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონიას განმარტებით, მომავალ წელს „ენგურჰესი“ სავარაუდოდ, მხოლოდ გვირაბის დათვალიერების მიზნით შეწყვეტს მუშაობას. “გაისად თუ გავაჩერეთ, მაქსიმუმ ათი დღით, დათვალიერების მიზნით. რემონტისთვის ოთხთვიანი გაჩერება არ იქნება, იმიტომ რომ ახლა შეირჩა საპროექტო კომპანია, სატენდერო მასალებია მოსამზადებელი, მშენებელი კონტრაქტორებია გამოსავლენი, სპეციალური დანადგარებია მოსატანი და ა.შ“, – განმარტა მებონიამ „საქმის კურსთან“ საუბრისას. იმ გარემოებაზე, რომ სარემონტო […]

“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს

"ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს

“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს. საქართველოს მთავრობამ მოიწონა “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: • სესხის ოდენობა –28 მილიონი ევრო; • სესხის ხანგრძლივობა –15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3.5 წელი); • საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ცვლადი, […]