ჭდე: ვაკის პარკი

ვაკის პარკის ტრაგედია – დაკავებულია 9 ადამიანი

ტრაგედია ვაკის პარკში - 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავა, მათ შორის, გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები. ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც […]

ვაკეში მომხდარი ტრაგედიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „პირველების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფება ასევე „გრინსერვისის“თანადამფუძნებელი კობა ხარშილაძე. შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში […]

ტრაგედია ვაკის პარკში – 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ტრაგედია ვაკის პარკში - 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა – განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. დაღუპულია 13 წლის გოგონა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება თბილისის მერიც. ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

“ვაკის პარკში რესტორან “ბუდაპეშტს” აღვადგენთ” – რას სთავაზობს მერიას ინვესტორი

"ვაკის პარკში რესტორან "ბუდაპეშტს" აღვადგენთ" - რას სთავაზობს მერიას ინვესტორი

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად. მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი […]

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე 5 პირია დაკავებული – შსს განცხადებას ავრცელებს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკის პარკთან აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “2019 წლის 9 მაისს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა, ხოლო 1 პირი გააფრთხილა. პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე […]

“მოღალატე” – სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკიდან შეძახილებით გააცილეს

"მოღალატე" – სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკიდან შეძახილებით გააცილეს

ვაკის პარკში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.სალომე ზურაბიშვილს “მოღალატე” რამდენიმეჯერ უწოდეს და მსგავსი შეძახილებითვე გააცილეს. პრეზიდენტი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. „მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო არის, რომ ეს დღე იმის მაგივრად, რომ იყოს დღე პატივისცემის, ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და რომელსაც ყველა ქართველებს სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის […]

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი, ხულიგნობის ბრალდებით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის დროშით მიმავალ ადამიანებს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა. დაკავებულების შესახებ უკვე გაავრცელა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ. “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 […]

ხანძარი ვაკის პარკთან – დაიღუპა 100 წლის ომის ვეტერანი

ხანძარი ვაკის პარკთან - დაიღუპა 100 წლის ომის ვეტერანი

ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულის ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც 1918 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი  ცხოვრობდა. მოხუცებული, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა. მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” აუცილებლად აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აუცილებლად აშენდება

შპს “სასტუმრო ბუდაპეშტის” დამფუძნებელი გოგა ზაქაიძე, თბილისის მერის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ვაკის პარკში, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის ირგვლივ არსებული ვითარება. ჩვენ კანონის სრული დაცვით წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა არსებული მწვანე საფარის ხელშეუხებლობას, მეტიც დამატებული გამწვანების და პარკის მიმდებარე ტერიტორიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, თუმცა […]

ვაკის პარკში ფეხბურთის ქომაგებმა იჩხუბეს – დააკავეს 3 ადამიანი

ვაკის პარკში ფეხბურთის ქომაგებმა იჩხუბეს - დააკავეს 3 ადამიანი

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა. “დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს”,- განაცხადეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. […]