ჭდე: ვალენსია

მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ

მამარდაშვილი და ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ

ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსიამ“ სახლში „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, გასვლაზე „ვალენსიამ“ ფრეს (1:1) მიაღწია. გულშემატკივრები გუნდს „მესტალიას“ შესასვლელთან დახვდნენ და ფოიერვერკების ფონზე სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს. მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში საუცხოოდ გაისარჯა. მან ზედიზედ მეორეჯერ შეინახა კარი […]

ვალენსიამ მამარდაშვილი დინამოსგან 1 მილიონად გამოისყიდა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა! დინამო თბილისი ესპანური გუნდისგან 1 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ჯეო თიმი იუწყება. კონტრაქტის პირადი დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება, რომელიც, დიდი ალბათობით, 4-წლიანი იქნება

აგუეროს დებიუტი ბარსელონაში ვალენსიას წინააღმდეგ შედგება

აგუეროს დებიუტი ბარსელონაში ვალენსიას წინააღმდეგ შედგება

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მათი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ტრავმის შემდეგ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება – გვამცნობს Sport.es. წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 34 წლის არგენტინელის დებიუტს პრიმერას მე-8 ტურში, 17 ოქტომბერს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ მატჩში ელიან. შეგახსენებთ, რომ აგუერო „ბარსელონას“ ამ ზაფხულს შეუერთდა „მანჩესტერ სიტიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მსოფლიო სპორტი

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ესპანური დებიუტი – ვალენსიამ მოიგო, მესტალია ფეხზე წამოდგა

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ესპანური დებიუტი - ვალენსიამ მოიგო, მესტალია ფეხზე წამოდგა

რამდენიმე წუთის წინ ვალენსიაში დასრულდა ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ვალენსიას და ხეტაფეს შორის. მასპინძელთა კარს ვალენსიაში 2 თვის წინ გადასული გიორგი მამარდაშვილი იცავდა. თავიდან გიორგი ვალენსიას მე-4 მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ სეზონის წინა მატჩებში ისე გამოიჩინა თავი, რომ ვალენსიელთა ახალმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ის ძირითადში დააყენა. შეხვედრა ვალენსიამ 1:0 მოიგო. გოლი მე-11 წუთზე კარლოს […]

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო

4 აგვისტოს, “მესტალიაზე” ტარონიას (ნარინჯისფერი) თასისთვის ერთმანეთს “ვალენსია” და “მილანი” შეხვდნენ. ვალენსიას კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ეს შეხვედრა ქართველი გოლკიპერისთვის წარმატებული გამოდგა. შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს – 5:3. მილანის მხრიდან პენალტი კრუნიჩმა გააფუჭა – მან კარს ააცილა, თუმცა მამარდაშვილის ნახტომი ისეთი კარგი იყო, რომ ბურთი კარში რომ […]

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ვალენსიას ახალგაზრდულმა გუნდმა გამართა. ვალენსიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნათქვამია, რომ გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრაში რამდენიმე სეივი განახორციელა და ხაზგასმულია, რომ გიორგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ვალენსიას მაისური მოირგო.

მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი

მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი

გიორგი მამარდაშვილი უკვე ოფიციალურად გახდა ვალენსიას წევრი. ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, ვალენსიას კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში გადავიდა

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში გადავიდა

თბილისის დინამოს მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც იჯარით თბილისის ლოკომოტივში გამოდის, ვალენსიაში გადავიდა. ამის შესახებ ჯეო თიმის ინსტაგრამზეა ნათქვამი.

მამარდაშვილი შეიძლება ვალენსიაში გადავიდეს

მამარდაშვილი შეიძლება ვალენსიაში გადავიდეს

lavozdelpuchades-ის ცნობით, “ვალენსია” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის “დინამოს” 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობს. გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს “ვალენსია” იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. […]

ჟოზე მოურინიო შესაძლოა ვალენსიას მწვრთნელი გახდეს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ესპანურ ვალენსიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა მალე ის ამ გუნდში ვიხილოთ. ჟოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ვალენსიამ დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოურინიო 2018 წლის ბოლოს გაანთავისუფლეს მანჩესტერ იუნაიტედიდან და მას შემდეგ მას არცერთ გუნდში არ უმუშავია. პორტუგალიელი სპეციალისტი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისთვის მთავარი ფული არ არის და ის მხოლოდ […]