ჭდე: ვარჯიში

ნესტორ ხერგიანი აშშ-ში ვარჯიშებს ჩაატარებს

ნესტორ ხერგიანი აშშ-ში ვარჯიშებს ჩაატარებს

ცნობილი ქართველი ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი აშშ-ში, ბრუკლინში ძიუდოსა და სამბოში ვარჯიშებს ჩაატარებს. ამის შესახებ ფეისბუქში აშშ-ში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი წერს. “ბრუკლინში გაიხსნა ძიუდოსა და სამბოს კლუბი, სადაც ვარჯიშებს ჩაატარებს, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ათენის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – ნესტორ ხერგიანი. ჯგუფების შევსება დაწყებულია,” – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.

როჯერ ფედერერმა ბილ გეიტსი ავარჯიშა – ვიდეო

როჯერ ფედერერმა ბილ გეიტსი ავარჯიშა - ვიდეო

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი საქველმოქმედო მატჩისთვის ემზადება, რომელიც მარტში გაიმართება. ინტერნეტ სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც  “მხიარული როჯერი” ამერიკელ მილიარდერს, კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელ ბილ გეიტსს ავარჯიშებს. იმედინიუსი

ვარჯიში გულის დაავადებების რისკს ამცირებს

ვარჯიში გულის დაავადებების რისკს ამცირებს

გულის პრობლემების რისკი მცირდება, თუ ადამიანი მსუქანია და, მიუხედავად წონისა, ვარჯიშზე უარს არ ამბობს. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ნორმალური წონა აქვს თუ ჭარბწონიანია, ვარჯიში ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით შუახნის ასაკში მყოფი ადამიანებისთვის. დიდი დოზით ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულის დაავადების რისკს. ხოლო ვარჯიშზე უარის თქმის შემთხვევაში რისკი იზრდება. მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 5.000 ადამიანი. მონაწილეები 55 წელს იყვნენ […]