ჭდე: ვენა

გახარიას ვენის ჰოსპიტალმა ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურა

"ესაა შეშინებული კაცის ბოდვა" - გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეზე

გიორგი გახარიას ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ გახარიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი: “თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.”

ვენაში სინაგოგასთან 2 მამაკაცი და 1 ქალი მოკლეს

ვენაში სინაგოგასთან 2 მამაკაცი და 1 ქალი მოკლეს

2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 მამაკაცი და 1 ქალი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვენის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუნცმა ფაქტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. იპნ

ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ

ქეთევან ციხელაშვილს ხსნიან და ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩად გადაჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. “გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, რადგანაც თემები, რომელიც ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება, მათ შორის, […]

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა

ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედეგებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრას ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი დაესწრნენ, მოგვიანებით კი, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ გაესაუბრნენ. შეხვედრის წინ, რომელიც მარტის დასაწყისში დაიგეგმა, ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ […]

ვენაში ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე დაიკარგა – მას მე-4 დღეა, ეძებენ

ვენაში ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე დაიკარგა - მას მე-4 დღეა, ეძებენ

ვენაში, უკვე ოთხი დღეა ქართველ სტუდენტ ანრი ლომიძეს ეძებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ანრი ლომიძე  ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა. მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც  ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი  კვალი იკარგება. მეგობრებისთვის გაუგებარია სად შეიძლება იმყოფებოდეს გაუჩინარებული სტუდენტი. ანრი ლომიძეს […]

ვენის მეტროში მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს

ვენის მეტროში მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს

ავსტრიის დედაქალაქის მთავრობამ სპეციალური კამპანიის ფარგლებში მეტროს მგზავრებს 14.000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა. ამის შესახებ Telegraph-ზე დაყრდნობით “იმედინიუსი” წერს. საჩუქარს თან ახლდა მეტროს რუკა და წარწერა „კიდევ მეტი თავდაჯერებულობა გზაში“. როგორც ტაბლოიდი Bild-ი წერს, ვენის მეტროს ვაგონების მხოლოდ ნახევარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი. სექტემბრიდან ავსტრიის დედაქალაქის მეტროში არომატული საკვების ჭამა აიკრძალება.