ჭდე: ვენესუელა

ვენესუელის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ვენესუელის სანაპიროსთან, ქალაქ არიადან 21 კილომეტრის დაშორებით. ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური კვლევითი ცენტრი (Funvisis) ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში 5,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა, არც კარაკასიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

აშშ-მ ვენესუელასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად ვაშინგტონში მგზავრებისა და ეკიპაჟის წინაშე არსებულ საფრთხეებს ასახელებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელაინ ჩაომ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა შეეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებს. „აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დაცული, რის გამოც აუცილებელია ავიარეისების დაუყოვნებელი შეჩერება“, – […]

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელა - გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდა

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში ჩავიდა. ხუან გუაიდომ უკვე დატოვა კარაკასის აეროპორტი, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის ბრძოლას აგრძელებს. BBC-ის ინფორმაციით, ხუან გუაიდო ვენესუელაში ეკვადორიდან ჩაფრინდა. უცხოური მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ გუაიდო სამართალდამცველებმა დააკავონ. ცნობისთვის, მას ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, თუმცა ის ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს მართავდა. ხუან გუაიდოს მხარდამჭერები […]

მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

ნიკოლას მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც მადურო ამბობს ვენესუელაში დიქტატურა არაა. სწორედ, ამიტომ 2020 წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების 2019 წელს ჩატარებაზე დამფუძნებელი კრება იმსჯელებს. 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  […]

ვენესუელა – გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდა

ვენესუელა - გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდა

ვენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში თუ ის საკუთარი ნებით უარს იტყვის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ტელეარხ Univision-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ამგვარი რამ გარდამავალ პერიოდში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის გამორიცხვა. ამნისტია გარანტირებული იქნება ყველასთვის, ვინც კანონის მხარეს დადგება და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას“, – […]

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ასამბლეის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს განცხადებით, კანონმდებლების ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რომელმაც მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები გადაიბარა. მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადურომ ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. აშშ და დანარჩენი 13 ქვეყანა […]

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა. ადგილობრვმა ხელისუფლებამ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება მომხდარიდან მალევე გააუქმა. მიწისძვრა ვენესუელის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. რუსთავი 2

ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა

ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა

ვენესუელაში, ბოლივარის შტატში კარნავალის დროს მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, ტრაგედია ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტში მოხდა. კარნავალის კოლონის მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უცნობმა პირმა კარნავალის მონაწილეთა მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. ინტერპრესნიუსი

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულა

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ვენესუელა მიიღო და მისი დამარცხება ვერ მოახერხა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და არგენტინის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ამჟამად არგენტინელები ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებენ და არსებობს რეალური საფრთხე იმის, რომ ისინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. ვენესუელასთან არგენტინის ნაკრები სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თავისი უპირატესობა მათ გოლებში ვერ გამოსახეს […]

ვენესუელას სასამართლო შენობაზე ვერტმფრენიდან შეტევა განხორციელდა

ვენესუელას სასამართლო შენობაზე ვერტმფრენიდან შეტევა განხორციელდა

ვენესუელაში უზანაესი სასამართლოს შენობას მოპარული პოლიციის ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. მადუროს თქმით ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული აქტი, რომელსაც შეეძლო მსხვერპლი გამოეწვია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ცნობილია იმ პირის ვინაობა ვინც ეს თავდასხმა განახორციელა. ბოლო თვეებში ვენესუელაში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პრეზიდენტის მიმართ და მას […]