ჭდე: ვენეცია

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იტალიის ქალაქში ტურისტულ ჯგუფებში 25-ზე მეტი ადამიანის დაშვება იკრძალება. ასევე იზღუდება აუდიოსისტემების გამოყენებაც. ტურისტებს აეკრძალებათ ვიწრო ქუჩებსა და ხიდებზე გაჩერებაც. კანონის მთავარი მიზანი ქვეყანაში მასობრივი ტურიზმის თავიდან არიდება და ქალაქის განტვირთვაა. გარდა ამისა, ამით უკეთ იქნება დაცული როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოება. ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე […]

ვენეციის კინოფესტივალი სექტემბერში ჩატარდება

ვენეციის კინოფესტივალი სექტემბერში ჩატარდება

ვენეციის კინოფესტივალი როგორც დაგეგმილი იყო სექტემბერში ჩატარდება. ამის შესახებ „როიტერსი“ ვენეციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოში ყველაზე ძველ კინოფესტივალს წელს, კორონავირუსის გამო, შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ ვენეციის ფესტივალის რიგით 77-ე დაჯილდოებას ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. იპნ

იტალიაში, ვენეციასთან, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა – ვიდეო

იტალიაში, ვენეციასთან, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა - ვიდეო

იტალიაში, ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები დაეხურათ. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ ფუტზე იყო გავრცელებული. ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. იპნ

ვენეციის პორტში საკრუიზო გემი სასეირნო თბომავალს შეეჯახა – ვიდეო

ვენეციის პორტში საკრუიზო გემი სასეირნო თბომავალს შეეჯახა - ვიდეო

საკრუიზო ლაინერმა, ვენეციის პორტში შესვლისას, მართვა დაკარგა და ნავმისადგომსა და ტურისტულ თბომავალს შეეჯახა. ამის შესახებ ადგილოპბრივი მედია იუწყება. საკრუიზო ხომალდი Opera, რომელიც კომპანია MSC-ის ეკუთვნის, სან ბაზილიოსკენ მიემართებოდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საბუქსირე ბაგირი გაწყდა, რომლითაც საკრუიზო ხომალდები ქალაქის არხებში შეჰყავთ. გემმა სვლა ვერ შეაჩერა, რისი მიზეზიც ძლიერი დინება გახდა. საკრუიზო […]

ვენეციაში ჯაკომო კაზანოვას მუზეუმი გაიხსნება

ვენეციაში ჯაკომო კაზანოვას მუზეუმი გაიხსნება

ვენეციაში ჯაკომო კაზანოვას პირველი მუზეუმი გაიხსნება. ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. მუზეუმი გრანდ-კანალთან ახლოს, მალიპიეროს ქუჩაზე მდებარე სახლში იფუნქციონირებს, სადაც შენობაზე დამაგრებული აბრის მიხედვით კაზანოვა დაიბადა. ორგანიზატორების თქმით მუზეუმის მიზანი კაზანოვას შესახებ არსებული მითების და სტერეოტიპების დანგრევაა. ისტორიკოსების თქმით, კაზანოვა მრავალმხრივ ნიჭიერი მეცნიერი იყო. მუზეუმის გახსნა ლეგენდარული ვენეციელის გარდაცვალების 220 წლისთავისთვის დაიგეგმა. ჯაკომო კაზანოვა 1798 წლის 4 […]