ჭდე: ვერის ბაღი

ვერის ბაღთან, სადაც ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, პოლიციაა მობილიზებული

ვერის ბაღთან, სადაც ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, პოლიციაა მობილიზებული

ვერის ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იმყოფება. შეხვედრის დაწყება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ იმართება, 20:00 საათზე იგეგმება. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შეხვედრა გუშინ დაანონსა. მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ვერის ბაღში მამაკაცმა ცხვარი დაკლა

ვერის ბაღში მამაკაცმა ცხვარი დაკლა

ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლის წინ მამაკაცმა ცხვარი დაკლა. “რუსთავი 2-ს” ადგილზე გადაღებული ფოტოები მიაწოდეს. ვერის ბაღში სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულები. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

ვერის ბაღში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ვერის ბაღში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ვერის ბაღში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო. გარდაცვალების მიზეზები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ინფორმაციას„რუსთავი 2“ ავრცელებს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.