ჭდე: ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ატლანტაში 4-სართულიან სახლს ყიდის

ზაზა ფაჩულია ატლანტაში 4-სართულიან სახლს ყიდის

ფაჩულიამ ფასს დაუკლო – ახლა სახლის შეძენა $799 000-ად არის შესაძლებელი ზაზამ NBA-ს კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ჯორჯიაში გაატარა ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ყოფილი მოთამაშე და გოლდენ სტეიტ უორიორსის კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ატლანტაში სახლს ყიდის. ჯორჯიის შტატის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბანში ზაზას 4-სართულიანი სახლი აქვს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სახლი იყიდება, დღეიდან ატლანტა ჰოუქსის ყოფილი […]

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე – “ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია“

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე - "ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია“

NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია, უამრავი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის”, – წერს ფაჩულია საკუთარ სოციალურ ქსელში.

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კონსულტანტად დაბრუნდა

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კონსულტანტად დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია კალათბურთელის კარიერას ასრულებს. იგი “გოლდენ სტეიტში” კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს. ამის შესახებ გოლდენ სტეიტმა ტვიტერში დაწერა. “ზაზა ფაჩულია დაბრუნდა გოლდენ სტეიტში კონსულტანტად” – წერია კლუბის ტვიტში. შეგახსენებთ, რომ ზაზა “გოლდენ სტეიტში” 2016-17 და 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა. ორივეჯერ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში კი “დეტროიტის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება […]

ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო გუნდი დინამო იყიდა

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა – ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი […]

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა კალათბურთელის კუთვნილი 800 ათასი დოლარი მიითვისა

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა კალათბურთელის კუთვნილი 800 ათასი დოლარი მიითვისა

ზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის ყოფილი ბუღალტერი თაღლითობის გამო დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კალათბურთელის ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ ფაჩულიას სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისა. 62 წლის რენდი დი უსოუს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული – სახელმწიფო ქონების მითვისებისა და პირადი ინფორმაციის მოპარვის მუხლებით. პირველი ბრალდება სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის […]

”ზაზამ დამპატიჟა ნბა-ს თამაშზე და შემდეგ პირადად შემხვდა… ჩემი საუკეთესო დღეა” – ლუკა ერქომაიშვილის ემოციური პოსტი

”ზაზამ დამპატიჟა ნბა-ს თამაშზე და შემდეგ პირადად შემხვდა... ჩემი საუკეთესო დღეა” - ლუკა ერქომაიშვილის ემოციური პოსტი

ლუკა ერქომაიშვილმა ფეისბუქზე ასეთი რამ დაწერა: ”თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემთვის საუკეთესო დღე, საუკეთესო ქართველ კალათბურთელთან ერთად. ზაზა არის უდიდესი სპორტსმენი და უდიდესი ადამიანი. მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის რომ მომცა ესეთი შანსი, დამპატიჟა NBA -ის თამაშზე და შემდეგ პირადად შემხვდა. NOTHING EASY!??❤❤❤ I can say for sure, that it was the best day, […]

შვიდკაცამ ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტის არენაზე ამერიკის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა – ვიდეო

შვიდკაცამ ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტის არენაზე ამერიკის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა - ვიდეო

აშშ-ში, ოკლენდში, Oracle Arena-ზე, NBA-ის ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდნენ,  ქართულმა “შვიდკაცამ” აშშ-ის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა, შემდეგ კი მრავალჟამიერი იმღერა. შესაბამისი ვიდეო Gulf Georgia-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. https://www.facebook.com/gulfge/videos/1546446455402785/

ზაზა ფაჩულია შვილების FedEx-ის ყუთით გაგზავნას აპირებდა – ვიდეო

ზაზა ფაჩულია შვილების FedEx-ის ყუთით გაგზავნას აპირებდა - ვიდეო

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში „გოლდენ სტეიტმა“ მე-13 გამარჯვება იზეიმა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ბრუკლინ ნეთსი“ ანგარიშით 118-111 დაამარცხა. ამ თამაშის შეფასებისას “გოლდენ სტეიტის” მწვრთნელმა სტივ კერმა ზაზა ფაჩულიას შესახებ საინტერესო სახუმარო ისტორია მოყვა, რომელიც მის შვილებს შეეხება. კერის თქმით, ფაჩულიას ორი შვილი გუნდთან ერთად მოგზაურობს ხოლმე და ბოლბოის ფუნქციას ასრულებენ. – ბოსტონში წაგებისა და ფილადელფიაში […]

ანსამბლი “შვიდკაცა” “გოლდენ სტეიტის” მატჩს გახსნის

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

გუშინ ზაზა ფაჩულიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო: “20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე,Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას. #შვიდკაცა #RepresentingGeorgia?? Shvidkatsa Official”

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

ფაჩულიას სან ანტონიოში უსტვინეს

ზაზა ფაჩულიას სან-ანტონიოში ხმაურით შეხვდნენ. ადგილობრივი „სფურსისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩის დაწყებამდე, ქართველის გვარის გამოცხადებას ქომაგების უარყოფითი ოვაციები მოჰყვა და მიზეზიც ყველასთვის ცნობილია: წინა სეზონის პლეი ოფში ზაზასთან ორთაბრძოლისას კავაი ლეონარდმა ტრავმა მიიღო და დღემდე ვერ მომჯობინდა. ამის შესახებ Mercurynews-ი წერს. ფაჩულია აცხადებს, რომ მისთვის სულერთია უარყოფითი შეძახილები. “ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია, როდესაც ადამიანები ამბობენ, […]