ჭდე: ზაზა ჩაჩანიძე

ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს

ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს

19 მომხრე მომხრე, 2 წინააღმდეგი – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრა ფარული იყო და ის ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას თავად ჩაჩანიძე არ დასწრებია. სხდომას ბოიკოტი გამიუცხადეს “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ლეიბორისტული პარტიის” დეპუტეტებმაც.

ბორჯომის მერია ხელფასების გაზრდას ისევ ითხოვს

ბორჯომის მერია ხელფასების გაზრდას ისევ ითხოვს

ბორჯომის მერია საკრებულოს ხელფასების მატებას კიდევ ერთხელ სთხოვს. შესაბამისი მიმართვა საკრებულოში უკვე გაიგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე “პირველ რადიოსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მერია ამჯერადაც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის 450 ლარიან მატებას ითხოვს. მისივე განცხადებით, არ შეცვლილა არც საკრებულოს პოზიცია, თვითმმართველი ორგანო მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. “არანაირი კონსენსუსი მიღწეული არ არის, მერი არ მოხდის შეხვედრაზეც კი […]

ბორჯომში “ქართული ოცნების” აქცია იწყება – გადადგეს ზაზა ჩაჩანიძე!

ბორჯომში "ქართული ოცნების" აქცია იწყება - გადადგეს ზაზა ჩაჩანიძე!

ბორჯომში “ქართული ოცნების” აქცია იწყება. მათი მთავარი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობის დატოვებაა. მათი თქმით, რეგიონში ყველა პოლიტიკური კრიზის შემქმნელი ჩაჩანიძეა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გიუაშვილი საუბრობდა. მისი თქმით, დილიდან ბორჯომში პარტიის წევრები ხალხის მობილიზებას ახდენდნენ.

დიდი სკანდალი ბორჯომში – საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს

დიდი სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვახტანგ ქვათაძეს შორის უწევდათ. ინტერპრესნიუსი

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და “პატრიოტთა ალიანსში” გადადის

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს და "პატრიოტთა ალიანსში" გადადის

ვაგავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობას ტოვებს და შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოსტზე აღარ დაბრუნდება. დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩაჩანიძე ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩაჩანიძე “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება და თვითმმართველობის არჩევნებზე მათი გუნდის სახელით, ბორჯომის მერობის პოსტზე იყრის კენჭს. ზაზა ჩაჩანიძე […]