ჭდე: ზვიად გელბახიანი

„ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელი, ზვიად გელბახიანი და აქტივისტი დათო ლაღიძე დააკავეს

„ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელი, ზვიად გელბახიანი და აქტივისტი დათო ლაღიძე  დააკავეს

ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქტივისტი დათო ლაღიძე და კლუბ „ბასიანის” ერთ-ეთი მფლობელი ზვიად გელბახიანი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ისინი განყოფილებაში გადამოწმების მიზნით გადაიყვანა. როგორც ბექა წიქარიშვილი აცხადებს, ლაღიძემ და გებლახიანმა პოლიციის შენობა უკვე დატოვეს. მეტრონომი

“შსს არის შოკში” – კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი პოლიციაში დაიბარეს

"შსს არის შოკში" - კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი პოლიციაში დაიბარეს

ღამის კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა თბილისის პოლიციის სამმართველოში ისევ გრძელდება. რუსთავი 2-ის ცნობით, უწყებაში დღეს „ბასიანის“ კიდევ ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანია დაბარებული. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების ფონზე, რომ კლუბების მეპატრონეებს ნარკორეალიზატორებთან კავშირი არ აქვთ, გელბახიანისთვის გაუგებარია მისი გამოკითხვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ის მზადაა გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხოს. „სიმართლე გითხრათ არც ვიცი, რატომ ვარ დაბარებული, როდესაც შს […]

ბასიანის მფლობელებს კლუბში არ უშვებენ

ბასიანის მფლობელებს კლუბში არ უშვებენ

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები. შს სამინისტროში ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ. 5 კლუბი “კაფე გალერი,” “როკი-ტი,” ღამის კლუბი “მტკვარზე,” “ბასიანი” და “მედ” სამართალდამცველებმა შაბათს, ერთი დღით დალუქეს. განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. – კლუბის ტერიტორიაზე არიან ისევ პოლიციის თანამშრომლები და არ გვაძლევენ უფლებას, რომ შევიდეთ კლუბში. […]

ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს

ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, გაათავისუფლეს. ის გუშინ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. ზვიად გელბახიანი რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი. მისი ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მოთავსებული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რუსთავი 2

პოლიციამ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი დააკავა

პოლიციამ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი დააკავა

ამ წუთებში ღამის კლუბ “ბასიანში” სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და კლუბში მყოფი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს. პოლიციამ ამ წუთებში ღამის კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დააკავა, თუმცა იმის გამო რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანა ვერ მოხერხდა, იგი ისევ კლუბში შეიყვანეს. კლუბში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პოლიცია ნარკოტიკულ საშუალებებს კრიდა კლუბის ტერიტორიაზე. შსს […]

“ბასიანიდან” გასული გოგონას გარდაცვალებაზე კლუბის მფლობელი ზვიად გელბახიანი პასუხისმგებლობას არ იღებს

"ბასიანიდან" გასული გოგონას გარდაცვალებაზე კლუბის მფლობელი ზვიად გელბახიანი პასუხისმგებლობას არ იღებს

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების „მეფედრონის” მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა შაბათს, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებსა და ვერსიებზე უწყება არ საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იმავე ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, ორივე ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ადასტურებს. – გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება, რითი არიან […]