ჭდე: ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პატარაძის თქმით, პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუნდურად მიღებულია. “მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მან მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას” იმისათვის, რომ მისცა საშუალება, დაეკავებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი. […]

ზურაბ პატარაძე: „სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები“

ზურაბ პატარაძე: „სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები“

უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სასტუმრო „ლეო გრანდის“ დააჯარიმების ფაქტს ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ სასტუმრო შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ გააფრთხილეს შემდეგ კი დააჯარიმეს. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი და რეაგირება იქნება უმკაცრესი. – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანია, სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება და შემოწმება მოხდა […]

ზურაბ პატარაძემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

ზურაბ პატარაძემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან, ერთად თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერისიონის საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს. დაშავებულები […]

პატარაძე: “დაკავებულებს 1 საათში გაათავისუფლებენ”

პატარაძე: "დაკავებულებს 1 საათში გაათავისუფლებენ"

რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ. პატარაძემ ეს განცხადება სტამბოლში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. _ მე ვესაუბრე შს მინისტრს და ვთხოვე მას, დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მე მივიღე პირობა, რომ მაქსიმალურად მალე, ერთ საათში მოხდება მათი გათავისუფლება. ჩვენ […]