ჭდე: ზღვაში დახრჩობა

თურქეთში ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში, ქალაქ რიზეში, სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე 26 წლის ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა. მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც “ნიუპოსტს” დაღუპულის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭი სამუშაოდ პირველად 2 წლის წინ წავიდა. მისივე თქმით, ის ჩაის კრეფდა და ოჯახს ამ თანხით ეხმარებოდა. ლაშა მალანია ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა […]

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა. ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო

23 სექტემბერს, ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო. დაახლოებით 40 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე წითელი ალმები იყო აღმართული და ბანაობა აკრძალული იყო. გარდაცვლილი ზღვაში სწორედ შტორმული მდგომარეობის დროს, მეუღლესთან ერთად საღამოს საათებში შევიდა. მაშველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის […]