ჭდე: თამარაშვილის ქუჩა

თამარაშვილზე მე-16 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა

თამარაშვილზე მე-16 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა

ტრაგედია მოხდა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე – ემ კვადრატის კორპუსის მე-16 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, 25 წლამდე ასაკისაა. “მთავარი” მომხდარის დეტალებს ადგილზე არკვევს.

თამარაშვილზე იარაღი იპოვეს – დაკავებულია 1 პირი

თამარაშვილზე იარაღი იპოვეს - დაკავებულია 1 პირი

თამარაშვილის ქუჩაზე, 21 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შსს ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი: სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით […]

აფეთქება თამარაშვილზე – ნაპოვნია 1 ცხედარი

აფეთქება თამარაშვილზე - ნაპოვნია 1 ცხედარი

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. „ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, – განაცხადეს უწყებაში. ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ გაიგეს აფეთქების ხმაც.

” 90 იანი წლები დაბრუნდა ” – თბილისის ცენტრში მოსახლეობას მანქანები გატეხილი დახვდათ

'' 90 იანი წლები დაბრუნდა '' - თბილისის ცენტრში მოსახლეობას მანქანები გატეხილი დახვდათ

თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მცხოვრებს დილით რამოდენიმე ავტომობილი გატეხილი დახვდათ. როგორც იქ მცხოვრები ამბობენ, მათ ქუჩაზე 90 იანი წლები დაბრუნდა. ადგილზე დილიდან მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების რამოდენიმე ჯგუფი, გამოძიება 177 -ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ავარია თამარაშვილზე – 1 ადამიანი დაშავდა

ავარია თამარაშვილზე - 1 ადამიანი დაშავდა

17 სექტემბერს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.

თამარაშვილზე მამაკაცი დაჭრეს – ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში

თამარაშვილზე მამაკაცი დაჭრეს - ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში

თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი სროლის შედეგად დაიჭრა და ის იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, […]

თამარაშვილის ქუჩაზე 35 წლის კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში, დაჭრეს

თბილისში, ვერეს ხეობიდან მომავალი საავტომობილო გზისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ნაპოვნია 35 წლადე კაცის ცხედარი, რომელმაც, სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. იმედინიუსი