ჭდე: თამარ მეფის გამზირი

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსი მოტოციკლს დაეჯახა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსი მოტოციკლს დაეჯახა

ავარია თამარ მეფის გამზირზე. თვითმილველების ინფორმაციით, მოტოციკლს ავტობუსი დაეჯახა. არიან თუ არა დაშავებულები, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. “მთავარი” დეტალების გარკვევას ცდილობს.

ავტოავარია თბილისში – დაიღუპა ორი ადამიანი

ავტოავარია თბილისში - დაიღუპა ორი ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა გადახტა

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა გადახტა

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივი რეჟიმით აკონტროლებენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.