ჭდე: თანასწორობის მოძრაობა

“ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა” – ლგბტ აქტივისტებმა 17 მაისის აქცია გააუქმეს

"ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა" - ლგბტ აქტივისტებმა 17 მაისის აქცია გააუქმეს

„თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს აქციას არ გამართავს. ეს განცხადება „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს. „მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის […]

”ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას” – მიმართვა ლევან კობიაშვილს

”ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას” - მიმართვა ლევან კობიაშვილს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან კობიაშვილს წერილით მიმართავს. ისინი კობიაშვილს მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს კვიპროსთან 10 ნოემბერს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით გარკვეული, მისთვის მისაღები ფორმით დაგმოს ჩაგვრა და ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. ”გურამ კაშიას მიმართ გამოვლენილი აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, […]