დღეს დილის 5 საათზე, რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, თბილისი-კრასნოდარის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსს სატვირთო ავტომობილი კამაზი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის ერთს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სულ ავტობუსში 40 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც. 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, […]