ჭდე: თევზაობა

ტრაგედიით დასრულებული თევზაობა – მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტრაგედიით დასრულებული თევზაობა - მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ. „ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, როდესაც მდინარეში ჩავარდნენ. […]

თეთრიწყაროში მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა და მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, როდესაც შემთხვევა მოხდა. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

ტრაგედია თევზაობის დროს – 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა - აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა

ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი. შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო. ”ენერგო პრო […]