ჭდე: თეთნულდი

თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი შეეწირა

თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი შეეწირა

თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა. მათივე ინფორმაციით, ზვავმა ათი ტურისტიდან 6 მოიყოლა. „მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. […]

თეთნულდზე 2 ბელორუსი ქალი დაღუპული იპოვეს, მე-3 დაშავებულია

თეთნულდზე 2 ბელორუსი ქალი დაღუპული იპოვეს, მე-3 დაშავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური საძიებო სამუშაოების შედეგად, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი – დაშავებულია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, […]

სვანეთში თეთნულდზე დაკარგულ 3 ბელარუს ქალს ეძებდნენ

სვანეთში თეთნულდზე დაკარგულ 3 ბელარუს ქალს ეძებდნენ

სვანეთში 3 უცხოელ ტურისტს ეძებენ. „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ და ისინი ბელარუსები არიან. „შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ინფორმაციით, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები […]

სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა – ტურისტი თეთნულდიდან გადავარდა

სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა - ტურისტი თეთნულდიდან გადავარდა

სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 4-კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრი, თეთნულდიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გარდაცვლილი ტურისტი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. რუსთავი 2

მაშველებმა თეთნულდზე პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს – ვიდეო

მაშველებმა თეთნულდზე პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს - ვიდეო

მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში აღმოჩნდნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის კაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა. მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედინიუსი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1876399325997624/

მაშველები ვერტმფრენისა და აღჭურვილობის გარეშე – თეთნულდის ხრამში ჩავარდნილი ტურისტებიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა

მაშველები ვერტმფრენისა და აღჭურვილობის გარეშე - თეთნულდის ხრამში ჩავარდნილი ტურისტებიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა

უკრაინელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფი თეთნულდის დასალაშქრად 18 ივლისს წავიდა. რთული რელიეფის ბილიკის გავლისას ჯერჯერობით უცნობი მიზეზით თოკს ორი ტურისტი მოწყდა. ორივე დაახლოებით ასი მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა, მალევე 112-ში დარეკეს. ადგილზე ვერტმფრენი და მაშველები 1 საათში მივიდნენ. პირველი შემოფრენის დროს ერთი დაშავებული აიყვანეს, მეორის გამოსაყვანად კი ჯგუფს დაპირდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ. გადარჩენილი უკრაინელი ტურისტი ამბობს, რომ […]

თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს – 1 ტურისტი დაშავდა

თეთნულდზე ტურისტებმა ზვავი გამოიწვიეს - 1 ტურისტი დაშავდა

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, რომელსაც ერთი უცხოელი ტურისტი მოჰყვა. დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო […]