ჭდე: თელავი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო. ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

 კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, თელავს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ტყეში, ცეცხლის რამდენიმე კერაა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი. სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. მეხნძრე- მაშველებს, ხანძრის ქრობის პრიცესში, ადგილობრივებიც ეხმარებიან. ცეცხლის კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა […]

კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა, – შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც რეგიონული გამოცემა „კახეთის ხმა” წერს, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. თელავის რაიონულმა სასამართლომ მოძალადეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით […]

საშინელი ავარია თელავში – ორი ადამიანი გარდაიცვალა

ლანჩხუთში ავარიაში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები, სოფელ კურდღელაურიდან არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკის ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე, მეზობლები არიან და ერთმანეთთანაც კარგ ურთიერთობაში იყვნენ. „ეს ბიჭები სოფელ კურდღელაურიდან არიან, მეზობლები, როგორც ვიცი. ისეთი საშინელი ავარია იყო, მანქანა ნაკუწებად დაიშალა. რომ გენახათ, არ დაგავიწყდებოდათ ეს კოშმარი. მძღოლი ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, იქვე გარდაცვლილი იყო. წარმოშობით […]

კახეთში 11 წლის ბავშვი საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან გაიქცა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან არასრულწლოვანი დაიკარგა. 11 წლის ბენეფიციარს უკვე მეორე დღეა, ეძებენ. არასრულწლოვანი ბიჭი, კახეთში სხვა რეგიონის ბავშვთა სახლიდან გადმოიყვანეს. მანამდე, ის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, საიდანაც რამდენჯერმე გაიქცა. არასრულწლოვანის ძებნაში პოლიციაა ჩართული. წყარო: “მთავარი არხი”

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა…“ – ავარია კახეთში

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა. ავტომობილში მყოფი ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს, ამ წუთებში კატასტროფის სამედიცინო ცენტრის დახმარებით, შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. […]

თელავში მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, მერე – ბავშვს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს. 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის […]

თელავში სახლში გაზი აფეთქდა

თელავში სახლში გაზი აფეთქდა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე, დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა შუახნის ქალი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. […]

თელავში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

თელავში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი დაზიანდა. დაახლოებით 10 მეტრი სიგრძის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა, სახურავიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. პრაიმ ტაიმი

თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ღანძილი 200 ლარი ღირს

თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ღანძილი 200 ლარი ღირს

თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ქართული ღანძილის ფასი 200 ლარი გახდა- ფოტოს და ინფორმაციას თელავის ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში მომხმარებელი აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივების დიდი გამოხმაურება მოყვა. თელავში მცხოვრებლების ნაწილის თქმით, გასულ კვირებში ღანძილის ფასი 50 ლარი იყო, შემდეგ კი 100 ლარამდე გაიზარდა. მათი თქმით, რამ გამოიწვია აღნიშნულ პროდუქტზე ფასის გაზრდა არ აქვთ ინფორმაცია. კნიუსი.გე