ჭდე: თემქა

აფეთქება თემქაზე – ბუნებრივი აირის აფეთქების გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

აფეთქება თემქაზე – ზღვის უბნის დასახლების ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც აფეთქდა  წყლის გამაცხელებელი. დაშავებულია მოხუცი,  რომელიც დამწვრობებით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომაეობა მძიმეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დიდი ხანია მათთან არავინ მოსულა და არავის შეუმოწმებია გამათბობლები.

თემქაზე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხეები დაიწვა

თემქაზე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხეები დაიწვა

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ თემქაზე, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ხეები დაიწვა, ასევე დაზიანდა ავტომობილები.

თემქაზე, მეტროსთან ახლოს, მანქანა აფეთქდა

თემქაზე, მეტროსთან ახლოს, მანქანა აფეთქდა

თემქაზე მანქანა აფეთქდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა მეტროსთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხელოსანს შეკეთების დროს აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“აბაზანაში უპოვიათ, გამათბობელი ყოფილა ჩართული” – თემქაზე 53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

"აბაზანაში უპოვიათ, გამათბობელი ყოფილა ჩართული" - თემქაზე 53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა მოხდა თემქაზე, 53 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი სახლში გარდაცვლილები იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის წყლის გამათბობელი გახდა. შემთხვევის დროს მამაკაცის სახლში მარტო იმყოფებოდა, ეს ამბავი გუშინ, 9 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცის მეუღლემ, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მაშველები გამოიძახა, რადგან მამაკაცი კარს არ აღებდა. – გაიგუდა გაზით, ჩვენგან ჩავიდნენ […]

თემქაზე გაზით გაგუდული ქალი 27 წლის სალომე მარტაშვილია

თემქაზე გაზით გაგუდული ქალი 27 წლის სალომე მარტაშვილია

თემქაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გარდაცვლილი ქალი 27 წლის სალომე მარტაშვილია. გაზის გაჟონვის დროს სალომე მარტაშვილი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მეუღლის გადარჩენა სასწრაფოს ბრიგადამ მოახერხა, სალომე მარტაშვილი კი ვერ გადარჩა. სალომე მარტაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გადაასვენეს. მას 3 წლის შვილი დარჩა, რომელიც შემთხვევის დროს ბებიასთან იმყოფებოდა. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული […]

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

თბილისში, თემქის დასახლებაში, 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა. შემთხვევა გუშინ, 5 ნოემბერს მოხდა. გაზის გაჟონვის დროს ქალი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სასწრაფოს ბრიგადამ მამაკაცის გადარჩენა, შეძლო, ქალის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. პრაიმ ტაიმი

თემქაზე 30 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს

"ჩემი თურქი ქმარი ჩემს შვილზე სექსუალურად ძალადობდა" - რა მოხდა ქარელში

7 ივნისს ღამით თემქაზე ერთ-ერთ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნაცნობ ქალზე იძალადა. 30 წლამდე ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სამართალდამცავ უწყებაში. დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც. ის დაზარალებულის ოჯახის ახლობელია, თუმცა “რუსთავი 2“ დაზარალებულის და სავარაუდო მოძალადის ვინაობას არ ასაჯაროებს.

ხანძარი თემქაზე – ავტოგასამართი იწვის – ვიდეო

ხანძარი თემქაზე - ავტოგასამართი იწვის - ვიდეო

თემქაზე, ზღვის უბნის დასახლებაში ავტოგასამართ სადგურში გაჩნდა ხანძარი ამ წუთისთვის ხანძრის ჩაქრობას 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს ქარიც უშლის ხელს.

თემქაზე მამაკაცს ყელი გამოჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, თემქაზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ყელი გამოჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. დეტალებზე უწყება ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

თემქაზე გარდაცვლილები ცოლ-ქმარი აჩიკო და თინა ბარკალაიები არიან

თემქაზე ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილები ცოლ-ქმარი – აჩიკო და თინა ბარკალაიები არიან. „პრაიმტაიმთან” მომხდარზე მოკლე კომენტარი გარდაცვლილთა შვილმა გააკეთა: „არაფერი ვიცით, რა მოხდა. რაც თქვენთვის არის ცნობილი, ის ვიცით თქვენ.” – ამბობს გარდაცვლილთა შვილი. 3 ოქტომბერს თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმტაიმი