ჭდე: თერჯოლა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს. 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი  ერთი დღის წინ გადაასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და  შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა. შემთხვევა ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ […]

„ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“

„ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“

„როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოსწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! […]

“შეიძლება მამას შვილი შემოაკვდა და მერე ხეზე ჩამოკიდა” – თერჯოლაში ახალი ვერსია გაჩნდა

"შეიძლება მამას შვილი შემოაკვდა და მერე ხეზე ჩამოკიდა" - თერჯოლაში ახალი ვერსია გაჩნდა

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა. მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე. სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. მისი თქმით, მამაკაცს იცნობდა, მაგრამ […]

“საშინელი კაცი იყო, ბიჭი გამოკეტილი ჰყავდა, გოგოებზეც ძალადობდა” – რა მოხდა თერჯოლაში

11 წლის ბავშვმა თერჯოლაში თავი მოიკლა - დააკავეს მისი მამა - ვიდეო

ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, – ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები აცხადებენ. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, კაცი შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბოლო ორი დღე კი 11 წლის მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ის მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა. “საშინელი კაცი […]

თერჯოლაში 3 წლის ბავშვს თოფი გაუვარდა და 6 წლის ძმა შემოაკვდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თერჯოლაში ე.ქ.-მ უცხოელს ხელჩანთიდან 2.000 დოლარი მოპარა

თერჯოლაში ე.ქ.-მ უცხოელს ხელჩანთიდან 2.000 დოლარი მოპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში […]

თერჯოლაში 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა – ახლობლები ამას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ

თერჯოლაში 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა - ახლობლები ამას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ. როგორც სკოლის დირექტორი ამირან ელიავა აცხადებს, სუიციდის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვი არსებობს „რაღაც თამაშზე“ . “წაიღეს კომპიუტერი, გუშინ დაკითხეს ბავშვები, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ვერ გეტყვით. აქვთ ეჭვი თამაშზე, დეტალურად არ იციან, საქმე არის ძიებაში. ძალინ კარგი […]

17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია

17 წლის მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, ჯუბა მარგველაშვილია

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო. გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა. „ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან […]

თერჯოლაში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

ოზურგეთში 38 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში, 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 9 სექტემბერს, შუადღისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დედამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თერჯოლასთან ლევან დალაქიშვილმა პოლიციის მანქანა ჩაცხრილა – რა მოხდა 5 იანვარს

თერჯოლასთან ლევან დალაქიშვილმა პოლიციის მანქანა ჩაცხრილა - რა მოხდა 5 იანვარს

5 იანვარს თერჯოლის მთავარ გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ჩაცხრილეს. ლევან დალაქიშვილმა ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. ადგილზევე მყოფ პოლიციას სროლის ხმა საახალწლო ფოიერვერკში აერია, შემდეგ კი სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ ცეცხლი მათ გაუხსნეს და სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ჩაცხრილული იყო. შემთხვევის ახლოს მდებარე მაღაზიის მფლობელი კურიერთან ყვება, რომ დანაშაულზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ტერიტორია მალევე დატოვეს. თანაც ისე, რომ შემთხვევის […]