ჭდე: თურქეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ბანოვშა მამიშოვა მოკლეს. მას თურქეთის მოქალაქემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. 67 წლის მამიშოვას ცხედარი ტრაბზონში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს. მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. კაცმა დანაშაული აღიარა, არსებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ფული გამო დავა გახდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა

Dailysabah-ის ინფორმაციით, ეკლესია, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო, 8 ოქტომბერს გაიხსნება. ეს პირველი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება, რომელიც ქვეყანაში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ აშენდა.

დღეს, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დღეს თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ხდება სამი კვირის შემდეგ, რაც დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის პროვინციის ქალაქი იყო. მერმა განაცხადა, რომ ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. არსებული ცნობით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი მოყვა. AFAD-მა, თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ 6 თებერვლის შემდეგ მიწისძვრის შედეგად […]

თურქეთში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ დიარბაქირის ჩრდილოეთით მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით […]

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ მთას ლოდები მოსწყდა და სახლები გაანადურა 

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ მთას ლოდები მოსწყდა და სახლები გაანადურა 

მთას ლოდები მოსწყდა და სახლები გაანადურა. ამის შესახებ თურქული მედია ინფორმაციას და ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლები საშიშორების გამო, მოსახლეობამ მთლიანად დაცალა.

„მე ეს მინდოდა ჩემი შთამომავლებისთვის დამეტოვებინა, მაგრამ შენ მინდა გაჩუქო“ – თურქეთის მოქალაქე ებრაელ მაშველს – ვიდეო

„მე ეს მინდოდა ჩემი შთამომავლებისთვის დამეტოვებინა, მაგრამ შენ მინდა გაჩუქო“ - თურქეთის მოქალაქე ებრაელ მაშველს - ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება მადლიერი თუქეთის მოქალაქის და ებრაელი მაშველის ვიდეო: თურქი – ებრაელ მაშველს, რომელმაც მისი ოჯახის წევრი ბავშვი ამოიყვანა ნანგრევებიდან, ჩუქნის რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მონეტას. – მე ეს მინდოდა ჩემი შთამომავლებისთვის დამეტოვებინა, მაგრამ შენ მინდა გაჩუქო!

„ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ…“ – კადრები მიწისძვრის ეპიცენტრიდან – ვიდეო

„ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ…“ – კადრები მიწისძვრის ეპიცენტრიდან - ვიდეო

ქეთი ათენელი სოციალურ ქსელში წერს: „თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დღეს საშინელი დღე მქონდა… დილით დიშვილმა დამირეკა ბათუმიდან და მისგან შევიტყვე ეს საშინელი ამბავი და რომ ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა… ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა, როდესაც ლოდინი, რომ გამეგო დის ამბავი- საათობით გაგრძელდა. მერე მომეშვა შიში როდესაც დისგან შეტყობინება მივიღე – […]

თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.  გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ.  ცხედარი  ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ისევ შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი სირიასა და თურქეთში 11.000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40.000-მდე  ადამიანი.

თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. “საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის  წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – აცხადებენ სამინისტროში.