ჭდე: თუშეთი

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ლეოპარდი გამოჩნდა 

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ლეოპარდი გამოჩნდა 

ჯიქი/ლეოპარდი ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა აღმოაჩინა. ფოტო-ხაფანგის მიერ ლეოპარდის გადაადგილება აგვისტოს თვეშია დაფიქსირებული. ნაკრესის ჯგუფის წევრებმა ფოტო შემოდგომის საველე გასვლის დროს ნახეს. „თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ იქნა გადაღებული“,- […]

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო […]

“ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა” – თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლა

"ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა" - თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა. ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი ქალი იმყოფებოდნენ. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და […]

თუშეთში ველოსიპედისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ველოსიპედისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

ფშაველი-აბანო-ომალო 22-ე კმ-ზე უბედური შემთხვევა მოხდა. ტურისტთა შვიდკაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი პირი ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაღუპული ტურისტის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

მაშველებმა თუშეთში ავარიაში დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა თუშეთში ავარიაში დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია. “ხეობაში ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს და მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები. […]

მაშველებმა თუშეთში კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი იპოვეს – ”ვინც მოასწრო, გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან“

მაშველებმა თუშეთში კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი იპოვეს - ”ვინც მოასწრო, გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან“

ტრაგედია თუშეთის გზაზე – ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია. ტრაგედიას იხსენებენ დაშავებული მოქალაქეების ახლობლები, რომლებიც ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილი გზაზე დაგორდა და ხევში გადავარდა. „მანქანის გაუმართაობას ბრალდება თითქოს ყველაფერი. ზოგი გადმოცვივდა, ერთმა მოასწრო გადმოხტომა და დანარჩენები გადაყვნენ თან. პირველად წავიდა მაგ მანქანით და ეტყობა არ იყო კარგად გამართული. […]

თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენ

თუშეთში ავარიაში შალვა შაბალაიძე და მისი შვილები, გაგა და ლევანი, დაიღუპნენ

თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალ­ვა შა­ბა­ლა­ი­ძე და მისი ორი შვი­ლი გაგა და ლე­ვან შა­ბა­ლა­ი­ძე­ე­ბი არი­ან. აქე­დან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე. შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. […]

შსს – თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია

შსს - თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ […]

ავარია თუშეთში – ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში – ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვემო ალვანის მცხოვრებლები თუშეთში დღესასწაულის აღსანიშნად მიდიოდნენ, თუმცა, “კამაზის” ტიპის ავტომობილი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე. “ქრონიკის” ინფორმციით, 23-ე კილომეტრზე კამაზის ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე უკვე მიდიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების […]