უბედური შემთხვევა მოხდა სამეგრელოში. კომპაბია „აგრო ჯორჯიას“ თხილის პლანტაციებში შუახნის მამაკაცი დაიღუპა, მას თხილის სასწორი დაეჯახა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.