ჭდე: ირანი

დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობდნენ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზაღვრათ. უწყება ამბობს, რომ დაზარალებული ვითომ სამუშაოდ, მოტყუებით გაუშვეს ირანში, სადაც მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს გადაადგილება, კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე, დაზარალებულზე მუდმივად […]

ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმი დაწვეს

ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმი დაწვეს

ირანში დემონსტრანტებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლი დაწვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა, შენობის ნაწილს ცეცხლი უკიდია. როგორც “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურო წერს, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გადაამოწმეს გავრცელებული ვიდეოები, რეგიონული მთავრობა ინფორმაციას უარყოფს. როგორც ცნობილია, აიათოლა ხომეინი სწორედ ამ სახლში დაიბადა, რომელიც შემდეგ მუზეუმად გადააკეთეს. […]

36 დღეში უკრაინამ 223 ირანული დრონი გაანადგურა

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურეს

36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, “შაჰედ-136” გაანადგურეს – მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავის პირველი ჩამოგდების შემდეგ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღს აწვდის

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღს აწვდის

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ „ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პორტუგალიელ კოლეგასთან სატელეფონო ზარის დროს შედგა. ირანის მთავრობის ცნობით, მინისტრმა “კიდევ ერთხელ” გაუსვა ხაზი, რომ თეირანი რუსეთს არ მიაწვდის იარაღს, რომელსაც უკრაინაში გამოიყენებს. “ჩვენ გვჯერა, რომ მხარეების შეიარაღება ომს […]

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები ადიდდა. 45 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დატბორილია 20 ათასამდე საცხოვრებელი სახლია. დაიხურა რამდენიმე აეროპორტი და მაგისტრალი.

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს. […]

მაჰმუდ აჰმადინეჟადი – “ზელენსკი და უკრაინელებო, ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას”

მაჰმუდ აჰმადინეჟადი - "ზელენსკი და უკრაინელებო, ირანის დიდი ერი თქვენ გვერდით დგას"

ირა­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და სო­ლი­და­რო­ბის გა­მომ­ხატ­ველ პოსტს “ტვი­ტე­რის” გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს “დი­დე­ბუ­ლო უკ­რა­ი­ნე­ლო ერო, პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, თქვენ­მა სა­პა­ტიო და შე­უ­და­რე­ბელ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის მტრე­ბის სა­ტა­ნის­ტუ­რი გეგ­მე­ბი”, – წერს ირა­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. ის მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. “გჯე­რო­დეთ, რომ ირა­ნის დიდი ერი თქვენ გვერ­დით დგას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ამ გმი­რუ­ლი გამ­ძლე­ო­ბით,“- აცხა­დებს მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი. […]

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას ირანში. სტიქიის სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. დაშავდა 27 ადამიანი, შეფერხდა სატელეფონო და ინტერნეტის კავშირები. ირანის პრეზიდენტმა ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება და მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სიტუაციის შესწავლა დაავალა. რუსთავი 2

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის სამხრეთით მდებარეობდა. ამის შესახებ ევროპა – ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:07 საათზე იგრძნეს, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ ბენდერ -აბასიდან 59 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. იპნ