შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 13 ივლისს, გვიან ღამით, ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს. შსს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მოქალაქემ აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ: „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა“. ბათუმელები