ჭდე: ისანი

ისანში ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა

ისანში ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა

ისანში, მეორადი საბურავებისა და ავტონაწილების ბაზრობაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. დაშავებული სავარაუდოდ არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მთავარი

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. „4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები. იპნ

თბილისში ირანის მოქალაქემ თავი მოიკლა – “ირანში მაძევებენ, იქ სიკვდილი მემუქრება”

თბილისში ირანის მოქალაქემ თავი მოიკლა - "ირანში მაძევებენ, იქ სიკვდილი მემუქრება"

დღეს თბილისში, ისანში, კორპუსიდან გადმომხტარი მამაკაცი ირანის მოქალაქეა. მეზობლების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი მოსალოდნელი დეპორტაცია გახდა. როგორც ირკვევა, მამაკაცს საქართველოში ბინადრობის უფლება ამოეწურა. “მე იქ სიკვდილი მემუქრება, ირანში იძულებით მიპირებენ დაბრუნებას” – ეს წერილი დატოვა 30 წლის ირანის მოქალაქემ, რომელიც ისანში, მე-15-ე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ირანის მოქალაქის ცხედარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში […]

ისანში მამაკაცი კორპუსიდან გადავარდა და დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ისანში, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 9 აპრილს, მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ისანში გიორგი კაპანაძე დააკავეს

ისანში გიორგი კაპანაძე დააკავეს

ისანში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყო. “მთავარის” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა. ამ დრომდე გაურკვეველია, კაპანაძე დაკავებულია თუ სიტუაციას განარიდეს. ამავე დროს, გიორგი კაპანაძესთან ერთად დააკავეს ორი სამოქალაქო აქტივისტი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და დაკავებულთა დაუყოვნებელ გათავისუფლებას […]

ისანში პოლიციამ ქალი დააკავა, მანქანაში ჩატენა და წაიყვანა

ისანში პოლიციამ ქალი დააკავა, მანქანაში ჩატენა და წაიყვანა

ისანში, სადაც მოსახლეობა ბინების დაკანონების მოთხოვნით აქცია მართავს, სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალიც დააკავეს. ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში არინ გამოსულები და გამგეობისგან იმ დაპირების შესრულებას ითხოვენ, რომელიც მათი […]

“ნაციონალებმა შეთანხმება დაარღვიეს” – “ევროპული საქართველო” ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერს მხარს

"ნაციონალებმა შეთანხმება დაარღვიეს" - "ევროპული საქართველო" ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერს მხარს

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ” ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეკრება იმის მიმანიშნებელია, რომ ოპიზიციური ერთობა შეხვედრებს აგრძელებს. ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია. “ევროპული საქართველო“ რჩება ერთგული იმ […]

ისანში 2 სართულიანი სახლი დაიწვა

ისანში, წალენჯიხის ქუჩაზე 2-სართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა კი მთლიანად დამწვარია. ადგილზე 7 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

“ძალიან კარგი ხალხი იყო”- თბილისში შვილმა დედა მოკლა და ცხედარი ეზოში დაწვა

"ძალიან კარგი ხალხი იყო"- თბილისში შვილმა დედა მოკლა და ცხედარი ეზოში დაწვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 […]

მოკლული ინდოელის სიმამრი – ”საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს, ჩემს სიძეს 3-ჯერ ესროლეს”

მოკლული ინდოელის სიმამრი - ”საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს, ჩემს სიძეს 3-ჯერ ესროლეს”

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის. მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა. “ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ […]