ჭდე: კალიფორნია

შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა – რა მოხდა აშშ-ში

შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა - რა მოხდა აშშ-ში

ორ შენობას შორის გაჭედილი შიშველი ქალი იპოვეს – შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ სანტა ანაში მოხდა. მაშველები ქალს დახმარებას ორი საათის მანძილზე უწევდნენ. ამბის მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა შენობის კედელს შორის იყო გაჭედილი, რომელთა შორის დაშორებაც 20 სანტიმეტრია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის მანძილზე ითხოვდა უცნობი პირი დახმარებას, ან როგორ გაიჭედა ამ ვიწრო ადგილას. “ის ყვიროდა, ყვიროდა და ყვიროდა, ჩვენ […]

კალიფორნიაში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი სეკვოიას ეროვნული პარკის სიახლოვეს, მიწის ქვეშ 2.9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. პირველი არხი

კალიფორნიაში ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე – წყნარი ოკეანის სანაპირომდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 4 აფტერშოკი მოჰყვა. მიწიძვრის კერა 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა. ეს კალიფორნიაში ბოლო 5 წლის მანძილზე 6 მაგნიტუდაზე მძლავრი პირველი მიწისძვრაა. 1994 […]

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში მდებარე ფეისბუქის კამპუსიდან ევაკუაცია დაიწყო. როგორც CNN წერს, მიზეზი შენობაში სავარაუდოდ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ოფისში გამნაღმველები და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საეჭვო არაფერი უპოვიათ და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე იძიებენ, ვინ დარეკა პოლიციაში, “ფეისბუკის” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ნიუპოსტი

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, 1000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, 1000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ათასამდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული NBC News ავრცელებს. ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 59 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია […]

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასშტაბური ხანძრების გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქია ამ დროისთვის სანაპირო კურორტ მალიბუს უტევს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები მდებარეობს. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 35 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონიდან 250 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. საცხოვრებელი სახები დატოვეს კენი ვესტმა და კიმ კარდაშიანმა.

სროლა კალიფორნიის ბარში – დაიღუპა 12 ადამიანი

სროლა კალიფორნიის ბარში - დაიღუპა 12 ადამიანი

კალიფორნიის შტატში, ქალაქ თაუზანდ-ოქსში ბარში სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ვენტურას ოლქის შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის თავად თავდამსხმელიც. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მამაკაცმა ბარის შესასვლელთან ჯერ დაცვის წევრს ესროლა, ხოლო შემდეგ ბარში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის შერიფის […]

კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი ABC30 იუწყება. მისი ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ერთად ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდა, სადაც მათ კიდევ ერთ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეჭვმიტანილმა ჯერ მამაკაცი, შემდეგ კი საკუთარი მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ კომპანიაში კიდევ ერთი მამაკაცი შევიდა, რომელიც მსროლელმა ასევე მოკლა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი […]