ჭდე: კანადა

კანადაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო ნიუ-იორკი კვამლშია გახვეული 

კანადაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო ნიუ-იორკი კვამლშია გახვეული 

კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძარი – ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა  მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. “ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის […]

კანადა უკრაინას არტილერიას მიაწვდის

კანადა უკრაინას არტილერიას მიაწვდის

კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აკვირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ახდენს მოქმედებების კოორდინაციას პუტინის უკანონო შეჭრაზე რეაგირებისთვის.

კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადის ხელისუფლება უკრაინას 500 მილიონი კანადური დოლარის სესხს გამოუყოფს. ამასთან, კანადა უკრაინას 7.8 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, აღნიშნული დახმარების მიზანი უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაა. „კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, დაიცვას უკრიანა რუსეთის აგრესიისგან“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

კანადაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კანადაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები პორტ ჰარდის დასავლეთით, 177 კილომეტრში დაფიქსირდა. ჯერჯერობით, ცნობები ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. ბიძგები იგრძნობოდა ვანკუვერშიც. შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა

კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა

კანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში, ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა. ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ. იპნ

კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – “თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა”

კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - "თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა"

კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესში ჩართვას და გარდაცვალების მიზეზის ერთობლივად დადგენას სთხოვს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი, ვალების გამო, ორგანიზებული კრიმინალის მსხვერპლი იყოს. „გარდაიცვალა პიროვნება, რა ვითარებაში პასუხს ვერ ვიღებთ. იყო საუბარი, რომ ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კითხვის ნიშნები გვაქვს როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა“, […]

როგორ დავსაქმდეთ კანადაში ლეგალურად? – საემიგრაციო ფირმის შეთავაზება ქართველებს

როგორ დავსაქმდეთ კანადაში ლეგალურად? - საემიგრაციო ფირმის შეთავაზება ქართველებს

საემიგრაციო იურიდიული ფირმა “INNA KOGAN B.A, L,L,B”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მსურველებს კანადაში ლეგალურ ემიგრაციას სთავაზობს. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის დამფუძნებელმა ინნა კოგანიმ განაცხადა, ლეგალური ემიგრაცია შესაძლებელია Express Entry-ის პროგრამით. მისი თქმით, საქართველოში უკვე გაიხსნა ინნა კოგანის სახელობის საემიგრაციო იურიდიული კომპანიის მეშვიდე ფილიალი, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს, კანადაში ლეგალურად იცხოვრონ, დროებითი სამუშაო ნახონ და სურვილისამებრ, უპრობლემოდ […]

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

კანადაში ქართველი ქალი თანამშრომელმა მოწამლა

ტორონტოში, კომპანია Hudson’s Bay-ის ქართველი თანამშრომელი მაცა ბელიშვილი მისმა თანამშრომელმა მოწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადურმა ტელევიზიამ CTV News-მა გაავრცელა და მას ვტრცელი სიუჟეტიც მიუძღვნა. გამოძიების თანახმად, Hudson’s Bay-ს თანამშრომელი კონიკა იანგი ქართველ ქალს, რომელიც კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად წამლავდა – მას სასმელი წყლის ბოთლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ურევდა, რამაც ბელიშვილის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. […]

კანადა 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს – ახალი შანსი წამსვლელებისთვის

კანადა 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს - ახალი შანსი წამსვლელებისთვის

კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1.080.000 ემიგრანტის დაშვება განიხილება. ამის შესახებ განცხადება კანადის ემიგრაციის მინისტრმა, აჰმედ ჰუსენმა გააკეთა. კანადაში მუდმივი ბინადრობის მსურველებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. 2019 წლის განმავლობაში 330.000 ადამიანს შეუშვებენ ქვეყანაში, 2020 წელს 340.000-ს, ეს რიცხვი 2021 წლისთვის 370.000-მდე გაიზრდება. კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, […]

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

ფიფას 68-ე კონგრესზე ცნობილი გახდა რომ 2026 წლის მუნდიალს 3 ქვეყანა უმასპინძლებს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ამ სამ ქვეყანას მხარი ფიფას 134 დელეგატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32 ის ნაცვლად 48 მონაწილე მიიღებს. ამერიკას და მექსიკას უკვე აქვთ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების […]