ჭდე: კარავი

პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. როგორც „ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა განუცხადეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც […]

პარლამენტის უკან აქტივისტებმა კარავი გაშალეს

პარლამენტის უკან აქტივისტებმა კარავი გაშალეს

საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები,რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. […]

რუსთაველზე კარვები გაშალეს

რუსთაველზე კარვები გაშალეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ისინი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს. ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რითაც 20-21 […]

რუსთაველი წყვილი ტყეში კარავში ცხოვრობს – ვიდეო

რუსთაველი წყვილი ტყეში კარავში ცხოვრობს - ვიდეო

შუაგულ ქალაქში წყვილმა ცივილიზაცია მიატოვა და ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასახლებულ პუნქტთან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენთან, კორპუსებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებთან ახლოს, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ტყეში ახალგაზრდა, რუსთაველი წყვილი ცხოვრობს. “ინფო რუსთავი” მითითებულ ტერიტორიაზე მივიდა და საინტერესო ფაქტს წააწყდა. შემოღობილ ნაკვეთი და კარავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, ასევე შინაური […]

”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” – ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალეს

”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” - ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალეს

სააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილმა აქციონერებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ტელეკომპანია “იმედთან” კარავი გაშალეს. მათ პერმანენტული აქციები დაიწყეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, რომელიც „მაუდის“ ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კუთვნილი აქციების დივიდენდების სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. აქციონერები, ირაკლი რუხაძეს თანხის გადასახდელად 2 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში […]

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია. მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. რუსთავი 2

ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს

ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ, მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. მათ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. მათი განცხადებით, კარავს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო დატვირთვა ექნება. ისინი ბათუმის მცხოვრებლებს ქიმიური ტერმინალის საშიშროების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მოქალაქეთა ნაწილმა პორტთან აქცია გამართა. ისინი ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგი […]

არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს

არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვების გაშლა მაინც შეძლეს, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 3 კარავი დგას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე დარჩენას მთელი ღამით აპირებენ, ისინი პოლიციას მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. ნიუპოსტი

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე 3 კარავი გადაიტანეს

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე 3 კარავი გადაიტანეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ 3 კარავი გადაიტანეს. კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვებში გადმოიტანეს საჭირო ნივთები. კარვების გადატანის თხოვნით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვას კარვებში გააგრძელებენ და არ აპირებენ რუსთაველის გამზირის დატოვებას. მათი თქმით, […]