ჭდე: კარალეთი

კარალეთთან 4 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა

კარალეთთან 4 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა

9 ივნისს გორი-კარალეთის გზაზე, სოფლის შესასვლელში, ოთხი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შს სამინისტროს თანამშრომლების ცნობით, მსხვერპლი არ არის. არიან დაშავებულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. […]

ავარია გორთან – დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი

ავარია გორთან - დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი

27 მარტს საღამოს ავარია მოხდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში. ერთმანეთს ნისანის  მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა 2 და დაიღუპა 1 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი ამბულატორიული […]

ავარია კარალეთთან – დაიღუპა 80 წლის მამაკაცი

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესტორან “ნაჭარმაგევთან” მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მოხუცს “ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა

კარალეთთან მერსედესი ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაიღუპა

გორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ახლობლები ამბობენ, რომ ავარია გზის ორმოულმა გამოიწვია, […]