ჭდე: კარნავალი

ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა

ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა

ვენესუელაში, ბოლივარის შტატში კარნავალის დროს მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, ტრაგედია ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტში მოხდა. კარნავალის კოლონის მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უცნობმა პირმა კარნავალის მონაწილეთა მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. ინტერპრესნიუსი