ჭდე: კასპი

კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა – რა მოხდა შიდა ქართლში

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

შიდა ქართლში, ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულს გუშინ კასპის ერთ-ერთ სოფელში ჰქონდა ადგილი.  ინციდენტი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიცაა განთავსებული. „ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა […]

კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს. შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა. მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული. ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო  იგი სასჯელს ადრეც იხდიდა. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი […]

„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო – დაგვეცალა სამშობლო…”  – მამა ლევან ჯიქური

„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო - დაგვეცალა სამშობლო..."  - მამა ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან (ჯიქური) სოციალურ ქსელში წერს: „კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო. აი არ ვიცი რა, რა გვეშველება, დაგვეცალა სამშობლო, მოიშალა ოჯახის ინსტიტუტი. ერთი ყველასთვის ცნობილი განსაცდელი ხო ისაა, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ქვეყანას ვერაფერს შველის. უმუშევრობა. ყველაფერი გაძვირებული. ერთეულები არიან კარგად. მაგრამ ამაზე დიდი უბედურება მე […]

პირმა კასპში გერი უკანონოდ ჩაკეტა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს, ოთხი თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში, სადაც დაზარალებულს არ ჰქონდა სათანადო […]

„მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა“ – კასპში 80 წლის ქალი ავარიით დაიღუპა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა 80 წელს გადაცილებულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. „ალბათ შეუძლოდ გახდა, უფრო მანქანისკენ წავიდა და შეუვარდა. ძალიან ნელა მოძრაობდა ავტომობილი, რასაც ვუყურებდით, მძღოლის ბრალი არ იყო”, – ამბობს თვითმხილველი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყეს.

კასპში დასუფთავების მანქანამ 83 წლის ქალი მოკლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა გზაზე მიმავალ ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ

კასპის მერია უკრაინას რუსული წარმოების მაკარონს უგზავნის

კასპის მერია უკრაინას რუსული წარმოების მაკარონს უგზავნის

კასპის მერიამ 10-მდე ტომარა რუსული წარმოების მაკარონი ,,უველკა” გაგზავნა უკრაინელებისთვის. ამის ამსახველი ფოტოები მერიის გვერდზეა გამოქვეყნებული. ფოტოზე ჩანს ტომრები, სადაც აწერია მწარმოებელი ქვეყანა – ,,რასია” და ქალაქიც, სადაც მაკარონის მწარმოებელი ქარხანაა. კასპის მერიაში გვითხრეს, რომ უკრაინაში რუსული და ბელორუსის მიერ წარმოებული პროდუქტები არ იგზავნება, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ შეაგროვეს რუსული პროდუქტი, პასუხი ჯერ არ […]

კასპში 15 წლის გოგონა მისი ბაბუის, სკოლის დირექტორის, თვალწინ დანიშნეს

კასპში 15 წლის გოგონა მისი ბაბუის, სკოლის დირექტორის, თვალწინ დანიშნეს

კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა სავარაუდოდ, სკოლის დირექტორი ბაბუის თანდასწრებით დანიშნეს. “კურიერი” ცოტა ხნის წინ  მეცხრეკლასელი გოგონას მამას ესაუბრა. ზაჰირ ალიოღლი ამბობს, რომ მას 7 წელია საკუთარ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლეს გაშორდა. მოზარდი გოგონას მამა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ყოფილ მეუღლესთან იზრდება. თუმცა, […]

კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი გაიორმაგა

კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასი გაიორმაგა

არსებული ინფორმაციით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ხელფასი თითქმის გაიორმაგა და ახლა ის 2 500 ლარის ნაცვლად, 4 500 ლარს აიღებს. საკრებულოში აცხადებენ, რომ კასპში ყოველთვის დაბალი ანაზღაურება იყო და ამიერიდან ისინი სხვა რეგიონებს დაეწევიან: “ხელფასები არ გაზრდილა, უბრალოდ დავეწიეთ დანარჩენ რეგიონებს” – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი.

“სამზარეულოში მუხლებზე დამაყენეს” – მამაკაცი კასპის პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

"სამზარეულოში მუხლებზე დამაყენეს" - მამაკაცი კასპის პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

წამება, არაადამიანური მოპყრობა , სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მუქარა – 31 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს სასტიკ მოპყრობაში  ადანაშაულებს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მასზე კასპის კრიმინალური პოლიციის თანაშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მის საცხოვრებელ სახლში შემდეგ კი  პოლიციის განყოფილებაში ძალადობდნენ. მამაკაცი “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მან  სამართალდამცველებს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა, რასაც მათი მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა […]