ჭდე: კახა კუკავა

კახა კუკავა დააკვეს – შეტაკებები ლოტკინზე

კახა კუკავა დააკვეს - შეტაკებები ლოტკინზე

შეტაკებები პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ლოტკინის დასახლებაში – სამართალდამცავებმა დაკავების სერია დაიწყეს. პოლიციამ ხელბორკილები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კუკავას და პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანს დაადო. ადგილზე ამ დრომდე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივები ოჯახის იძულებით გამოსახლებას აპროტესტებენ.  მიზეზი 25.000 დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო. მოსახლეობა სისტემური დანაშაულზე საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

“სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია” – კახა კუკავა

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კუკავა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – არის რამდენიმე სცენარი. პირველი – მიშა არ ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ეს იქნება საოცარი ეიფორია, რომ აი, მიშამ კიდევ ერთხელ გაიფარჩაკა თავი. მეორე ვარიანტია, რომ ჩამოდის და აპატიმრებენ. ეს ვარიანტიც “ოცნების” სასარგებლოა, არჩევნებამდე. მიშას დაპატიმრება “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ესეც გაზრდის […]

“გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უნდა დაარტყას”

"გახარია, ივანიშვილის დახმარებით, ოპოზიციურ პარტიას შექმნის" - რამაზ საყვარელიძე

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს: – რას გეგმავს გახარია, არ ვიცით. უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად ეხებიან და, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, ძირითადად კობახიძის ოპოზიციად პოზიციონირებენ, რაც  დიდი შეცდომაა. – გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს? – […]

“საქართველოს 2 ლიდერი ჰყავს – მელია და გახარია”

"გახარიას მელიას მიმართ ლოიალობა 1 მილიონ დოლარად შეუფასებია" - დარეჯან ლიპარტელიანი

 “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს 2 პოტენციური ლიდერი ჰყავს – ნიკა მელია და გიორგი გახარია, თუმცა ორივე აგვიანებს: – თუ დააგვიანებენ, წმინდა ადგილი დიდხანს თავისუფალი არ რჩება. ხალხი ელოდება სოლიდურ ლიდერს და არა ვიღაცა მარგინალს. აი, ამ სოლიდური ლიდერის ვაკანსიაზეა ეს ორი კანდიდატურა. – გახარია რატომ აგვიანებს?  – ვერაფერს […]

“კალაძეს ივანიშვილმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა”

კალაძე - "ივანიშვილს ძალაუფლება არ სჭირდება"

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება “ოცნებაშიც”  დაადასტურეს. ასევე დადასტურებულია კალაძის წასვლა “ოცნებიდან”. – კახა კალაძე საერთოდ გაემიჯნება პოლიტიკას თუ დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს? ასევე არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, გახარიასთან ერთადაც ვიხილოთ. – ნამდვილად ვერ გეტყვით. მე, უბრალოდ, გამიხარდება, თუ ის დროულად გაემიჯნება. რაც მეტი ახალი ძალა გამოჩნდება, მით მეტი ბალანსი იქნება ქართულ […]

„გახარია რეიტინგით სააკაშვილსაც უსწრებს და ივანიშვილსაც“

"გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას" - ლევან ჩაჩუა

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ ახალი პოპულარული და ლეგიტიმური ლიდერი გახდეს. – თქვენ არ თვლით, რომ გახარია ბიძინას პროექტია? – ეს შეკითხვა არის ლეგიტიმური და ეგ არის ერთადერთი საინტერესო კითხვა გახარიასთან მიმართებით. – ბოლო დროს “ოცნებამ” დაიწყო ამაზე მუშაობა, რომ გახარია კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება. რას ნიშნავს […]

“კალაძემ კობახიძე და ღარიბაშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს” – კახა კუკავა

"კალაძემ კობახიძე და ღარიბაშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს" - კახა კუკავა

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს 2 ლაწირაკი მართავს. – კობახიძესა და ღარიბაშვილს გულისხმობთ? – კობახიძე, ღარიბაშვილი და ის მანიაკი, რომელიც სადღაც არის ახლა შემძვრალი, რომელიღაც სოროში და ხან იძლევა ხისტ დავალებებს, მიდით, დაიჭირეთ ყველაო, ხან დამფრთხალია, საერთოდ იმალება და ამბობს, აღარ დამირეკოთო. მე ველოდები ვადამდელ არჩევნებს. ის, რაც არ […]

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"

“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. კუკავამ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა. “მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში”, – წერს კუკავა.

კახა კუკავა – “მთავარმა არხმა ივანიშვილის დავალება შეასრულა”

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს – ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც კალაძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დააანონსა, მასთან პირისპირ შეხვედრაზე მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია მივიდა, თქვენ და გირჩი. რაზე ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე? – კალაძეს მართლა არ შევხვედრივარ. ბოლოს ვნახე შარშან გამსახურდიას იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში. მას შემდეგ […]

2 თებერვლის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

2 თებერვლის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

2 თებერვალს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 28 წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენები. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან 2 თებერვლის ტრაგედიის გამოძიებას, დამნაშავეთა მხილებას და მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ. როგორც აქციაზე შეკრებილებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან თითქმის 3 ათეული წელი გავიდა, […]