“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კობეს “ვისელში” პირველი გოლი გაიტანა. მან “ჯუბიო ივატას” კარი დალაშქრა. მას საგოლე გადაცემა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკაშ პოდოლსკიმ გაუკეთა, მატჩი კი კობელთა გამარჯვებით დასრულდა 2:1. ინიესტა და პოდოლსკი მსოფლიოს ჩემპიონები არიან. სპორტალი