ჭდე: კომა

ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა

ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა. ექთნის ახლობლები კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ […]

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის სკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია. „ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. […]

მეტრო სამგორის ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი კომაშია – მისი ვინაობა უცნობია

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა თეონა ხუნჭუამ განუცხადა. ამასთან, მისი ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი პაციენტი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ ასაკი უცნობია და, რა თქმა უნდა, ვინაობაც. პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ის კომატოზური […]

ანაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს

ანაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს

სასტუმრო “ანაკლიაში” ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს. ის ნომერში, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქის ინტოქსიკაცია ნარკოტიკული საშუალების მიღებამ გამოიწვია. ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა. არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს მისი ნათესავი კოკო ბიჩინაშვილი ესაუბრება. – მამა ანთიმოზს 5 დღის წინ ინსულტი მოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს უზნაძეზე მდებარე კლინიკაში. მაგ დროს თბილისში არ ვიმყოფებოდი, ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი, ინსულტის დროს […]