ჭდე: კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა. შესაბამის ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. პროფესიით ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. წლების განმავლობაში, იგი იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, დედაქალაქის მერის მოადგილე, არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. იპნ

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულდა, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ხორციელდებოდა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა. როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს […]

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ საუბარია კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. “საავტომობილო საწვავის ბაზარზე, მოქმედი კომპანიების სარჩელების საფუძველზე, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო”,- ნათქვამია განცხადებაში. BMG კონკურენციის სააგენტოს დამატებითი დეტალებისთვის დაუკავშირდა, თუმცა, […]