ჭდე: კრასნოდარი

თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშე დარჩა

თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი გუნდის გარეშეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან კრასნოდართან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა ოქრიაშვილს ბოლო პერიოდში ხშირად აწუხებდა ტრავმები და ამის გამო მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა. თორნიკე ამჟამადაც ტრავმირებულია და უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.

თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო

თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ოქრიაშვილმა როსტოვთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო და სწორედ ამ მიზეზის გამო არ ითამაშა ამ შეხვედრაში. ოქრიაშვილს ტრავმები ხშირად აწუხებს და მან ამ მიზეზის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა, თუმცა ის პერიოდულად მაინც ახერხებს კრასნოდარის შემადგენლობაში ლამაზი გოლების გატანას. ოქტომბერში […]

თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა – ვიდეო

თორნიკე ოქრიაშვილმა სევილიას სუპერგოლი გაუტანა - ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მატჩი კრასნოდარსა და სევილიას შორის. ანგარიში პირველ ტაიმში სევილიამ გახსნა. გოლი ნოლიტომ გაიტანა. მეორე ტაიმში კრასნოდარის ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი. ჯერ მაურისიო პერეირამ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის ბოლოს კი შეცვლაზე რამდენიმე წუთის წინ შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მაკრატელა დარტყმით სუპერგოლი გაუტანა სტუმრებს და კრასნოდარს 2:1 მოაგებინა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. თორნიკეს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და ბოლოს ის მოედანზე 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა. ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი თამაში ერთა თასზე ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კრასნოდარში თორნიკე 2016 წელს გადავიდა და რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა ამ […]

თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე მალე დაბრუნდება

თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე მალე დაბრუნდება

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდი თორნიკე ოქრიაშვილი უკვე თავის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ ერთ თვეში მას მოედანზეც ვიხილავთ. ოქრიაშვილის თქმით ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც კვლავ შეძლებს ფეხბურთის თამაშს: ”თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არ ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და ჩემი საყვარელი საქმე გავაკეთო”–განაცხადა თორნიკე […]

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებს

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ რამდენიმე თვე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ოქრიაშვილი ამჟამად რუსული კრასნოდარის ღირსებას იცავს, სადაც მისი კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ თორნიკეს ხელი ტრავმებმა შეუშალეს და ის ისევ ლაზარეთში იმყოფება. ოქრიაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის და აქტიურ ფეხბურთს ის სავარაუდოდ თებერვალში, ან მარტში დაუბრუნდება. თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ […]