ჭდე: კრიშტიანო რონალდო

“კრიშტიანო რონალდო მზადაა, ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს”

"კრიშტიანო რონალდო მზადაა, ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს"

კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამში დადო ფოტო შავი სათვალით. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: “კრიშტიანო მზადაა ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს”

კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში მაინც გავალთ”

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მიუხედავად ლიონთან მარცხისა, წინ განმეორებითი შეხვედრაა და იუვენტუსი მაინც გავა მეოთხედფინალში. რონალდუს აზრით მსაჯებმა იუვენტუსის საწინააღმდეგოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს: ”ჩემი აზრით ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა ლიონის კარში, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ფიქრს აზრი არა აქვს. ტურინში წინ 90 წუთი გველის და დარწმუნებული ვარ […]

კრიშტიანო რონალდუ 35 წლის გახდა

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ 5 თებერვალს 35 წლის გახდა. რონალდუს მიღწევებზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ამიტომ იმით შემოვიფარგლოთ რომ ამ ასაკშიც ის იუვენტუსის ლიდერია და ცდილობს რომ მოედანზე ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულოს. რონალდუს თქმით ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და მისი ორგანიზმი კიდევ დიდხანს გაუძლებს დატვირთვებს. კრიშტიანომ […]

კრიშტიანო რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენ

კრიშტიანო რონალდო: ”გაძევებას არ ვიმსახურებდი”

ბოლო ერთი თვეა კრიშტიანო რონალდუ ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი, ამიტომ მას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კრიშტიანო იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლო ამორუზომ გააკრიტიკა და თქვა რომ პორტუგალიელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში: ”ერთი თვეა უკვე რონალდუ მოედანზე დაბორიალობს და არაფერს აკეთებს. ვფიქრობ ეს ასაკის ბრალია და მან უფრო მეტი უნდა დაისვენოს. მესმის […]

კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვეს

კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გუშინ, გვიან ღამით ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკცი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ნიუპოსტი

კრიშტიანო რონალდუს ნეიმარის იუვენტუსში ხილვა სურს

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

კრიშტიანო რონალდუს ნეიმართან ერთად თამაში სურს და შესაძლოა ეს ასეც მოხდეს, რადგან ნეიმარის იუვენტუსში ტრანსფერზე ბევრი საუბარი მიდის. რონალდუს თქმით ის და ნეიმარი ძალიან ძლიერ დუეტს შექმნიან. ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პსჟ მის ტრანსფერში 300 მილიონს ითხოვს, ამიტომ შესაძლოა ნეიმარს მოუწიოს პარიზში დარჩენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის აგენტი ჩინეთში ჩაფრინდება, […]

კრიშტიანო რონალდუს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

ლას ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდუს გაუპატიურების ბრალდება  მოუხსნა. რონალდუს გაუპატიურებაში ბრალი კეტრინ მაიორგამ დასდო, რომელიც კრიშტიანოსთან ერთად 2009 წლის ივნისში ლას ვეგასის ღამის კლუბში იმყოფებოდა. მაიორგას თქმით რონალდუმ მასზე ძალა იხმარა და შემდგომ დუმილისთვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა. მიუხედავად ამისა, ლას ვეგასის პოლიციამ რონალდუს ბრალდება მოუხნა, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ორი კვირა გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

პორტუგალიის და სერბეთის ნაკრებების შეხვედრის დროს კრიშტიანო რონალდუმ მატჩის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კრიშტიანოს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ მას ორი კვირა მოუწევს უქმად ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ რონალდუ აიაქსთან პირველ მეოთხედფინალს გამოტოვებს, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის. თვითონ კრიშტიანომ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთღებს იმისთვის, […]

კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”

კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”

კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოსთან 3 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ მარტომ მოუგო მადრიდელებს. მატჩის შემდეგ რონალდუ სიხარულს არ მალავდა და პორტუგალიელის თქმით მის გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება: ”დღეს საოცარი საღამო იყო და პირველ რიგში ბედნიერი ვარ იმით რომ მეოთხედფინალში გავედით. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, ამიტომ მის მოგებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია, თუმცა ჩვენ […]

კრიშტიანო რონალდუს მცირე ტრავმა აქვს

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ ტრავმირებულია, თუმცა სავარაუდოდ მისი ტრავმა სერიოზული არ არის. რონალდომ კოჭის მცირე დაზიანება ბოლონიასთან შეხვედრაში მიიღო და შესაძლოა მან  ნაპოლისთან თამაში გამოტოვოს. კრიშტიანო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 19 გატანილი გოლით და მის გარეშე იუვენტუსს ძალიოან გაუჭირდება, განსაკუთრებით ატლეტიკოსთან, თუმცა ატლეტიკოს წინააღმდეგ რონალდუ სავარაუდოდ ითამაშებს. ეს შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.